2013-05-21 - თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
დღეს, 21 მაისს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.
2013-05-20 - ქართული დიასპორის კვლევის პროექტის შედეგების პრეზენტაცია
დღეს, 20 მაისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოაგდოების (GIZ) ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ქართული დიასპორის კვლევის პროექტის შედეგების პრეზენტაცია.
2013-05-20 - საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის
დღეს, 20 მაისს პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
2013-05-14 - თანამემამულის კომისიის №12 სხდომა
დღეს, 14 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის №12 სხდომა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი, კონსტანტინე სურგულაძე უძღვებოდა. კომისიის მოწვეულ წევრთაგან სხდომას ესწრებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბუბა კუდავა. კომისიამ განიხილა თანამემამულის სტატუსის მაძიებელი 9 პირის საკითხი, რომელთაგან სტატუსი 8-ს მიენიჭა.
2013-05-14 - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძის სამძიმარი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამო
ავღანეთში, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, სამშვიდობო მისიის მონაწილე კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართველმა სამხედროებმა ჩვეული შემართებით, თავგანწირვით, გმირულად მოიგერიეს ტერორისტთა ჯგუფის შეტევა, თუმცა სამი მათგანი– კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპა, რამოდენიმე მათგანი კი დაიჭრა.
2013-05-14 - დიასპორის საკითხებშ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძის მილოცვა წმინდა მეფე თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2013 წელი წმინდანი მეფის- თამარის წლად გამოაცხადა.
რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თამარის ოქროს ხანაში, საქართველოს ისტორიის ყველაზე წარმატებულ ეპოქაში, დამკვიდრდა და განივრცო ყველაზე მეტად ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჰუმანური იდეალები.
2013-04-30 - ქართული არმიის დღე
დღეს, 30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 22 წლისთავთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება „ისარი - 2013“ გაიმართა. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე დაესწრო და შეიარაღებული ძალების დღე ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა.
2013-04-30 - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მილოცვა ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ეს დღე ყველასათვის სათაყვანებელია, ვინაიდან თავისუფლების მოყვარული ერისთვის არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე სამშობლოს, მისი სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკდებლობის დაცვაა. თქვენ ხართ ის ძალა, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქვეყნისა და ხალხის მშვიდობა და კეთილდღეობა.
2013-04-29 - ქართული დელეგაციის ვიზიტი ირლანდიაში
მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის (IOM) პროგრამის ფარგლებში ირლანდიაში გამართული ვიზიტის მიმდინარეობისას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ 2013 წლის 24-25 აპრილს შეხვედრები გამართა დიასპორის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან (კინგსლი აიკინსი, მარტინ რასელი), ირლანდიის დიასპორის საერთაშორისო ცენტრის, ირლანდიის საწარმოთა მხარდამჭერი სააგენტოს (Enterprise Ireland), ირლანდიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის, ირლანდიის დიასპორული ფონდების და ირლანდიის ინდუსტრიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან.
2013-04-24 - საინფორმაციო პორტალ ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის ინტერვიუ ქართული ემიგრაციის და ემიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით. საინფორმაციო პორტალი ambebi.ge
2013-04-20 - ქართული დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი ქართულ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში, 18 აპრილს, საქართველოს საელჩოში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართული კომისიის სხდომით დაიწყო.
2013-04-20 - შეხვედრა თურქეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან
დღეს, 20 აპრილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მრავალრიცხვოვანი დელეგაცია, რომლის წევრებიც საქართველოს გაცნობის მიზნით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და დიასპორის საკითხებში სახელმიწფო მინისტრის აპარატის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი. საუბარი გაიმართა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფა-ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე, ქართული ენის სწავლების პრობლემეზე და ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე.
2013-04-19 - სტუმრობა პარიზის ქართული კულტურის კერა ლაზში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და მისი მოადგილე მუხრან გულაღაშვილი, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პარიზში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული კულტურის კერა „ლაზს“ ეწვივნენ და ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლის რეპეტიციას დაესწრნენ.
2013-04-18 - ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცედურები
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და მისი მოადგილე მუხრან გულაღაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სამუშაო ვიზიტით ლევილის მამულს სტუმრობენ.
2013-04-18 - ქართული დელეგაცია ლევილში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და მისი მოადგილე მუხრან გულაღაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სამუშაო ვიზიტით ლევილის მამულს სტუმრობენ. ლევილი 1921 წელს საქართველოდან დევნილ მთავრობას და მათ შთამომავლებს ეკუთვნოდათ; დღეს იგი 5 პიროვნების მფლობელობაშია.
2013-04-18 - მუხრან გულაღაშვილი გადაცემაში ,,მე დავბრუნდები''
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი სტუმრად მედია-კავშირი „ობიექტივის“ გადაცემაში „მე დავბრუნდები.“ გადაცემის თემაა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკა სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეების რეინტეგრაციასთან დაკავშირებით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მონაცემთა ბაზის შექმნა.
2013-04-17 - შეხვედრა სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ტაივანში
17 აპრილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ კავკასიის სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ტაივანში, ქალბატონი ნინა დალი მიიღო. საუბარი შეეხო ჩინური საინვესტიციო ჯგუფის ინტერესს საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სასარგებლო წიაღისეულის სექტორებში
2013-04-16 - შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან
16 აპრილს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ GIZ-ისა (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს: GIZ-ის პროგრამის დირექტორს ჰენინგ ტვესტენს და უფროს ეკონომიკურ მრჩეველს რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციების საკითხებში, ჰარტმოტ იანუსს.
2013-04-15 - ქართული დელეგაციის ვიზიტი იტალიაში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძისა და მისი პირველი მოადგილის, ზაალ სარაჯიშვილის, ვიზიტი იტალიაში პროექტ „ქართულ დიასპორასთან და ქართველ მიგრანტებთან კავშირების ინსტიტუციონალური გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა.
2013-04-14 - დედაენის დღე
14 აპრილს, დედაენის ბაღში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თაოსნობითა და შემოქმედებითი ჯგუფი ,,დეკარტის” ორგანიზებით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილოებდნენ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბავშვები, რომლებიც ახლახანს დაბრუნდნენ საქართველოში. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე.
2013-04-09 - სახელმწიფო მინისტრის მიმართვა 9 აპრილთან დაკავშირებით
ძვირფასო თანამემამულეებო,
22 წელი გავიდა, რაც ეროვნულმა ხელისუფლებამ – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე ,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" მიიღო. იგი უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს და 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს ეყრდნობა.
2013-03-28 - დიდ ბრიტანეთში გამომავალი ემიგრანტული ინტერნეტ - გაზეთი ,,ბრიტანეთი''
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან კოსტანტინე სურგულაძესთან შეხვერდა, რომელიც კენსინგტონ კლოუს ჰოტელის ბალმორალ დარბაზში გაიმართა, ბევრ საკითხს მოიცავდა და დაინტერესებულმა ადამინებმა მიიღეს პასუხი, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო დიასპორებთან მიმართებაში, რომელიც მილიონ ნახევარ ადამიანს შეადგენს.
2013-03-26 - სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
26 მარტს დიასპორის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა; ლაპარაკი შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქართულ დიასპორაში არსებობს და გადაჭრის იმ გზებზე, რომლითაც არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
2013-03-24 - ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში
2013 წლის 17–24 მარტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი.
2013-03-18 - რა გეგმები გააჩნია სახელმწიფო მინისტრს დიასპორების საკითხებში ემიგრაციის მხარდასაჭერად?!
| როდის უნდა დაბრუნდნენ ემიგრაციიდან გადახვეწილი ქართველები? |
|
რა გეგმები გააჩნია სახელმწიფო მინისტრს დიასპორების საკითხებში ემიგრაციის მხარდაჭერად?!
|
2013-03-08 - კონსტანტინე სურგულაძემ 8 მარტი ჟურნალისტ ქალბატონებს მიულოცა
ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ემიგრაციისა და დიასპორის თემაზე მომუშავე ქართველ ჟურნალისტ ქალბატონებს მიულოცა, რომელთა შორის იყვენენ ჟურნალ „ემიგრანტების“ რედაქტორი ნინო ცხოიძე, რადიო „ობიექტივის“ წამყვანი ეკა სარალიძე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი ელგა ფოლადიშვილი და ჟურნალ „ემიგრანტების“ კორესპონდენტი ლალი ნოზაძე.
2013-03-08 - სახელმწიფო მინისტრის მილოცვა ქალბატონებს
მინდა დღევანდელი დღე, 8 მარტი, როგორც საქართველოში ჩვენს ქალბატონებს, ასევე, უცხოეთში მყოფ ქართველ მანდილოსნებს მივულოცო. მათი უმეტესობა მძიმე ცხოვრებით ცხოვრობს და იძულებულნი არიან, ოჯახების სარჩენად ქვეყნის გარეთ ეძებონ სამუშაო. უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ქალები ოჯახის, შვილებისა და ქვეყნის დაშორებით დიდ ტკივილს განიცდიან.
2013-03-08 - შეხვედრა გერმანიის ელჩთან
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, კონსტანტინე სურგულაძე, დღეს მიიღო გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ორთვინ ჰენიგი. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალურად გააცნო აპარატის საქმიანობა და გერმანიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები.
2013-03-07 - შეხვედრა ქართველ კინორეჟისორებთან
7 მარტს, სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გია კერესელიძე, რომელიც უახლოეს პერიოდში იწყებს მხატვრული ფილმის „ნინოს“ გადაღებას საქართველოში.
2013-03-06 - საშობაო ვიზიტი სტრასბურგში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე დეკემბერში ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. სტრასბურგში ყოფნისას მან საქართველოს დესპანთან საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილთან და საქართველოს ელჩთან ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტთან ერთად ქართული საშობაო ბაზრობა დაათვალიერა.
2013-03-03 - კონსტანტინე სურგულაძემ 3 მარტი ემიგრანტ დედებს მიულოცა
2 მარტს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ დედის დღესათან დაკავშირებით შეხვედრა გამართა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ქალბატონებთან თინიკო ყენიასთან და ნინო ბაჯელიძესთან, რომლებიც უკვე საქართველოში დაბრუნდნენ ოჯახებთან 11 და 13 წლიანი განშორების შემდეგ.
2013-03-03 - სახელმწიფო მინისტრის მილოცვა დედის დღესთან დაკავშირებით
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის მილოცვა დედის დღესთან დაკავშირებით.
2013-03-01 - კონსტანტინე სურგულაძე გადაცემაში
სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დილის გადაცემაში "განთიადი"
2013-02-26 - სიახლეები დიასპორის სამინისტროში - ონლაინ სკოლა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქართველებმა მასიურად დაიწყეს უცხოეთში გამგზავრება. თავიდან მათი მიზანი დაკეტილი სივრცის გარღვევა , სასწავლებლად გამგზავრება ან უბრალოდ დიდი ხნის ნანატრი ოცნების ახდენა იყო. მომდევნო წლებში კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად ბევრი ქართველი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წავიდა. წლებთან ერთად მათი რიცხვი იზრდებოდა, რამაც სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ დიდი ქართული სათვისტომოების ჩამოყალიბების აუცილებლობა გამოიწვია. ქართული დიასპორის ისტორიაზე, პრობლემებზე და საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე გაზეთი„იბერია“ დიასპორების მინისტრს კონსტანტინე სურგულაძეს ესაუბრა.
2013-02-25 - სახელმწიფო მინისტრმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
დღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და მისმა მოადგილეებმა, ზაალ სარაჯიშვილმა და მუხრან გულაღაშვილმა, დაბა კოჯორში მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
2013-02-22 - თანამემამულის კომისიის N10 სხდომა
დღეს, 22 თებერვალს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე უძღვებოდა. კომისიის მოწვეულ წევრთაგან სხდომას ესწრებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა.
2013-02-17 - სახელმწიფო მინისტრმა რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მიიღო
17 თებერვალს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე შეხვდა რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც სულ ახლახანს თავისუფალ თეატრში გაიმართა სპექტაკლ „სათამაშო პისტოლეტის“ პრემიერა თამარ ბართაიას პიესის მიხედვით.
2013-02-14 - კონსტანტინე სურგულაძემ სიმონე უოლკერი მიიღო
დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან საქართველოში ქალბატონ სიმონე უოლკერთან. მინისტრმა სტუმარს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქართველი ემიგრანტების პრობლემებსა და მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებთან დაკავშიერებით.
2013-02-13 - შეხვედრა ჯუმბერ ლეჟავასთან
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ დღეს მსოფლიო მოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი და გაეროს ,,მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდების მფლობელი ჯუმბერ ლეჟავა მიიღო.
2013-02-13 - პრეზენტაცია ახალგაზრდულ ცენტრში
მიმდინარე წლის 13 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა პროფესიით ისტორიკოსისა და ჟურნალისტის ციცინო ჯერვალიძის წიგნის ,,პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“ პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ფრანგული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის რევაზ გაბაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს.
2013-02-11 - ქართული კულტურის სახლში ქართველთა შეხვედრა გაიმართა
2013 წლის 2 თებერვალს, ქართული კულტურის სახლის ორგანიზებით მეჯიდიექოის კულტურის სახლში საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.
2013-02-07 - პრესრელიზი
2013 წლის 13 თებერვალს, ოთხშაბათს, 18 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისცენტრში (ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული)
2013-02-05 - ქართველმა სტუდენტებმა ბელგიაში წმინდანთა ხსოვნის დღე აღნიშნეს
ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების ორგანიზებით, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა სტუდენტ ნინო შარაშიძის თაოსნობით ( იგი ბელგიაში იღებს განათლებას), მიმდინარე წლის 25 იანვარს ჩატარდა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავის და წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
2013-02-05 - ქართული ფოლკლორის ფესტივალი ათენში
2013 წლის 12-13 იანვარს ქ.ათენში ხელოვნების კლუბ ,,გაგარინ 205“-ი ქართული ფოლკლორის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ანა გაგაციუ,თანაორგანიზატორები ,,ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია“, საქართველოს საელჩო საბერძნეთში და ,,ინტელექსპრესი“.
2013-02-05 - საბერძნეთის ქართული დიასპორაში გაზეთ „ელადას“ 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
2012 წლის 30 დეკემბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციისა“ და ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრის ეგიდით საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთის „ელადას“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. გაზეთ „ელადას“ დამფუძნებელი და რედაქტორია ანა ყურშავიშვილი.
2013-01-31 - მინისტრი სტუმრად ,,მიგრაციის მარშრუტებში“
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემა ,,მიგრაციის მარშრუტებში“.
2013-01-30 - მინისტრი მიესალმა კონგრესის ჩატარებას
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ მიიღო სრულიად ქართველთა მე-2 მსოფლიო კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფი, კონგრესის თავმჯდომარის, ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით.
2013-01-30 - შეხვედრა გერმანელ სტუმრებთან
დღეს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოქმედი გერმანულ-კავკასიური საზოგადოება ,,ლილეს“ ხელმძღვანელთან მარიკა ლაფაური-ბურკთან და დოქტორ ფრანკ ტრემელთან, რომლებიც საქართველოს ესტუმრნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის გივი მარგველაშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობისათვის.
2013-01-30 - გრძელდება თანამშრომლობა ICMPD-სთან
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის უფროს მრჩეველთან ქალბატონ ალენკა პრვინსეკთან, რომელიც საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ხვდება მიგრაციის სფეროზე პასუხისმგებელ საჯარო უწყებების ხელმძღვანელებს, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ქალბატონი პრვინსეკი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და კარგად იცნობს ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
2013-01-29 - ჟურნალი „ქართული ემიგრაცია“
მიმდინარე წლის 29 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფნო დარბაზში გაიმართა ჟურნალ „ქართული ემიგრაციის“ პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა ჟურნალის რედაქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.
2013-01-28 - ქართველებმა მილანში ნინოობა აღნიშნეს
ღვაწლმოსილი ქართველი ემიგრანტის ნინო ყაუხჩიშვილის თაოსნობით მილანში დაფუძნებული ქართულ-იტალიური საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელი” 2005 წლიდან მოყოლებული ყოველთვის დიდი მასშტაბით აღნიშნავს ნინოობას, რომელსაც რელიგიური დატვირთვის გარდა განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობაც ენიჭება.
2013-01-27 - დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ესტუმრნენ
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა სტუმრობა კახის რაიონში უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენს, რომელსაც ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.
2013-01-25 - კომისიის სხდომა
დღეს 25 იანვარს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ,,უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ 2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გამართა, რომელშიც კომისიის წევრები, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა მონაწილეობდნენ.
2013-01-24 - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
დღეს, 24 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრებმა კონსტანტინე სურგულაძემ და ლევან ყიფიანმა.
2013-01-16 - წიგნები ვენის ბიბლიოთეკისთვის
16 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ვენის ბიბლიოთეკის ვენისა და ლინცის ფილიალების ქართულენოვან სექციებს, ახალი წიგნებით მომარაგების მიზნით 70–მდე ქართულენოვანი წიგნი გაუგზავნა.
2013-01-08 - სახელმწიფო მინისტრის სამძიმარი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე–პრეზიდენტის, ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების გამო.
2013-01-03 - პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვა
ჩემო საყვარელო ხალხო,
სულ რამდენიმე წუთში ახალი 2013 წელი შემობრძანდება. ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდებით: იმედით შევყურებთ, ოცნების ასრულებას ვთხოვთ და, რაც მთავარია, საზეიმო დახვედრას ვუწყობთ. ეს სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით გვავსებს.
2012-12-31 - საახალწლო მილოცვა
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო,
სულ ცოტა ხანიც და ახალი, 2013 წელი შემოაბიჯებს საქართველოში და ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება.
2012-12-28 - შეხვედრა სუმოისტებთან
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძისა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ზაალ სარაჯიშვილის შეხვედრა იაპონიაში მოღვაწე ქართველ სუმოისტებთან, თეიმურაზ ჯუღელთან (გაგამარუ) და ლევან ცაგურიასთან (კოკაი).
2012-12-25 - სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი უკრაინაში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. კონსტანტინე სურგულაძემ ზაპოროჟიეს ქართული ეროვნული ცეკვის სტუდიის წევრებს მუსიკალური ინსტრუმენტები, ქ. ხარკოვის ქართულ ეროვნულ–კულტურული საზოგადოება „საქართველო“–სთან არსებულ საფეხბურთო გუნდს სპორტული ფორმები, ხოლო საკვირაო სკოლას წიგნები და საბავშვო ლიტერატურა გადასცა
2012-12-24 - სახელმწიფო მინისტრის მიმართვა თანამემამულეებისადმი
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო,
დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ მომემართა თქვენთვის, როგორ გამომეხატა ჩემი გულწრფელი გრძნობები, როგორ მომეტანა თქვენამდე და გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ნაფიქრალი, ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ იმ საქმიანობაში, რომელიც ქართულ დიასპორას უკავშირდება. ჩვენი მიზნების განხორციელება კი მხოლოდ თქვენთან ერთობით მეჩვენება შესაძლებლად. ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ თქვენდამი ჩემმა მიმართვამ ერთგვარად დაიგვიანა.
2012-12-24 - სახელმწიფო მინისტრის მიმართვა
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო,
დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ მომემართა თქვენთვის, როგორ გამომეხატა ჩემი გულწრფელი გრძნობები, როგორ მომეტანა თქვენამდე და გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ნაფიქრალი, ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ იმ საქმიანობაში, რომელიც ქართულ დიასპორას უკავშირდება. ჩვენი მიზნების განხორციელება კი მხოლოდ თქვენთან ერთობით მეჩვენება შესაძლებლად.
2012-12-24 - სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. სტრასბურგში სამუსაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს, მინისტრმა სტრასბურგის საშობაო გამოფენის ფარგლებში მიმდინარე ქართული კულტურის დღეებში მონაწილეობა მიიღო.
2012-12-18 - პრესრელიზი
19 დეკემბერს, 16 საათზე, „ახალჰაზრდა ჰერელთა ასოციაციისა“ და „ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით თსუ-ში იმართება ღონისძიება „ჰერეთის დღეები“:სამეცნიერო კონფერენცია - ჰერეთის (საინგილოს) ეთნოგრაფია, ისტორია, კულტურა, განათლება, თანამედროვეობა (თსუ, №1 კორპუსი, 101-ე კაბინეტი).
2012-12-17 - შეხვედრა სტუდენტებთან
მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ – მასწავლებლებს შეხვდა.
2012-12-17 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, 16 საათზე, საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი კონსტანტინე სურგულაძე და საქართველოს პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
2012-12-10 - შეხვედრა უკრაინის ელჩთან
დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შედგა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ვასილ ციბენკოსთან . შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბატონმა ვასილ ციბენკომ სახელმწიფო მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას ამ მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.
2012-11-22 - მინისტრის მილოცვა
წლევანდელი გიორგობა ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხია – პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება მშვიდობიანი, დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა. ქართველი ხალხის განუყოფელმა ნაწილმა, ქართულმა დიასპორამ, სამშობლოსადმი ერთგულებით, სიმართლისთვის ბრძოლით ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მთელ ცივილიზებულ სამყაროს აჩვენა, თუ როგორ სურთ თავისუფლება, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით სვლა, ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, მშვიდობიანი ცხოვრება და ღირსეულ ქვეყანაში ღირსეული დაბრუნება.
2012-11-21 - შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან
მიმდინარეწლის 21 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შედგა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ აზერ ჰუსეინთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბატონმა ჰუსეინმა სახელმწიფო მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას ამ მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.
2012-11-09 - ბეჭდური გამოცემის 300 წლის იუბილე
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, 15 საათზე, ქ. კიევში უკრაინის პრეზიდენტის ფონდის, საგამომცემლო სახლში «АДЕФ-Украина» გაიმართება პრეზენტაცია, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ ორენოვანი (ქართულ და უკრაინულ ენებზე) გამოცემისა, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი პოეტის პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს.
2012-11-06 - ახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ისრაელის ელჩთან
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონსტანტინე სურგულაძესა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ იუვალ ფუქსს შორის .
2012-11-05 - მოქალაქეთა მიღება
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მოქალაქეთა მიღება წარმოებს ყოველ სამშაბათს 14:00 საათიდან.
ქართული დიასპორის წარმომდგენელბისა და დიასპორული ორგანიზაციების წევრების მიღება წარმოებს ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან.
წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: +995 32 2931706
მისამართ: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. 7, მთავრობის კანცელარია
2012-10-27 - პირველი სამუშაო დღე
27 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კოტე სურგულაძე სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა და უწყება ოფიციალურად გადაიბარა. სახელმწიფო მინისტრს ყოფილი მინისტრი, პაპუნა დავითაია დახვდა. პირველი სამუშაო დღე გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა, სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი უწყების მთავარ პრიორიტეტებზე.
2012-10-25 - სახელმწიფო მინისტრი
2012-10-15 - მინისტრის მიმართვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს
ძვირფასო თანამემამულეებო,
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, რომელიც მკაფიოდ ასახავს საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების წარმატებას. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა, განვითარდა საზოგადოებრივი თვითშეგნება, ამაღლდა სამოქალაქო კულტურა. ხელისუფლების ამგვარი დემოკრატიული ცვლა პირველად განხორციელდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. მსურს მოგილოცოთ ეს წარმატება, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენც ამაყობთ ამ ფაქტით. გვიხარია, რომ საზოგადოებას მიეცა საშუალება ენახა ის განსხვავება, რასაც მიაღწია ქვეყანამ ჩვენი ხელისუფლების დროს და კარგად გაიაზროს, თუ რა არის საჭირო ახალი ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, რათა თავად მოახდინოს ამის შედარება და ანალიზი.
2012-10-10 - კომისიის სხდომა
დღეს, 14 საათზე, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარეა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია.
2012-10-09 - შეხვედრა ვატიკანის ელჩთან
დღეს, მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახემწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში ვატიკანის ელჩს, მონსინიორ მარეკ სოლჩინსკის შეხვდა. საუბარი შეეხო სტამბოლის ქართულ კათოლიკურ ეკლესიას. სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე 1861 წელს, სტამბოლის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა.
2012-09-13 - სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ისრაელში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. პაპუნა დავითაიამ ქართული ეროვნული ცეკვის სტუდიაში ანსამბლის წევრებს ცეკვის ფორმები და საჭირო აღჭურვილობა გადასცა.
2012-08-30 - შეხვედრა აშშ–ში მცხოვრებ თანამემამულესთან, მამია ზაქრაძესთან
30 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეს, მამია ზაქრაძეს შეხვდება.
2012-08-29 - ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დაფუძნდა
საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში ეუფლებიან განათლებას, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დააფუძნეს, რომელიც 16 აგვისტოს, მათივე ხელმოწერებით გაფორმდა.
2012-08-27 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა(პაპუნა) დავითაია ისრაელის სახალხო დიპლომატიისა და დიასპორის საკითხთა მინისტრს იული ედელშტაინს და ისრაელის დელეგაციას დღეს, მთავრობის კანცელარიაში14:00 სთ-ზე შეხვდება.
2012-08-27 - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მცხოვრები ქართველები დააჯილდოვა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მცხოვრები ქართველები დააჯილდოვა. ამასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოში სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა მალაშხია ესწრებოდნენ.
2012-08-09 - ოთხი წელი რუსული ოკუპაციის შემდეგ
საქართველოს ქალაქები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის კვირეულის ფარგლებში მიძღვნილმა ღონისძიებებმა მოიცვა.
აქციები ტარდება საზღვარგარეთაც. თქვენ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპროტესტებთ რუსულ აგრესიას.
2012-07-20 - სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში
მიმდინარე წლის 16-19 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკაში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ქ. რომისა და ქ. ფლორენციაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღავნელებთან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრი, ასევე, შეხვდა ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს.
2012-07-16 - სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთში
მიმდინარე წლის 12-15 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა ქ. ათენისა და ქ. თესალონიკში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღავნელებთან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
2012-07-11 - სამხრეთაფრიკული ინვესტიციები
დღეს ხელი მოწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და კომპანია ბრიჯ გლობალ ჯორჯიას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან მინიმუმ 100 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვას.
2012-07-10 - შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
მიმდინარე წლის 10 ივლისს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სამხრეთ კავკასიაში GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამა, საქართველო”-ს (PSDP SC GE) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
2012-07-04 - თბილისი–რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა
ავიაკომპანია ,,ალიტალია’’ თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს შორის ფრენებს 3 ივლისიდან ახორციელებს. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით ბილეთების ღირებულება 380 ევროდან იწყება.
2012-06-18 - თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს – საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობები გადასცა.
2012-06-18 - შუშანა ფუტკარაძის "სტამბოლის ქართული სავანის" პრეზენტაცია
15 ივნისს, გამომცემლობა "არტანუჯისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა შუშანა ფუტკარაძის წიგნის "სტამბოლის ქართული სავანეს" პრეზენტაციას.
2012-06-14 - პრესრელიზი
პარასკევს, 15 ივნისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გამომცემლობა "არტანუჯი" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მართავს ახალი წიგნის "სტამბოლის ქართული სავანეს" პრეზენტაციას.
წიგნი ეძღვნება საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურის ერთ –ერთ უმნიშვნელოვანეს კერას – სტამბოლის ქართულ სავანეს.
2012-06-04 - 26 მაისს ქ. ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ათენის ქართულმა დიასპორამ 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული სახით აღნიშა. ათენის ქართული სპორტული კლუბის "კავკასიური არწივი" ხელმძღვანელის გოჩა ბერაძის იდეით და ორგანიზატორობით დარბაზობის ტიპის ღონისძიება მოეწყო, სადაც ნაჩვენები იყო ქართული ჭიდაობა, ქართული ცეკვა, სიმღერა, და სამზარეულო, ქართული ღვინის თანხლებით.
2012-06-01 - პრესრელიზი
დღეს, 19 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფოტო გამოფენა სახელწოდებით „გერმანელი ახალგაზრდების მიერ დანახული საქართველო“.პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერლინის ქართული სახლის“ მიერ, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის კულტურების გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდებს შორის დამეგობრებასა და ინტეგრაციას.გამოფენას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია გახსნის.მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზ. 68, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი.
2012-05-29 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ორმხრივი ურთერთობების შედეგად გამოიკვეთა დიასპორის შესახებ კვლევის ჩატარების აქტუალობა და საჭიროება.
2012-05-27 - დიასპორის დღე
27 მაისს სასტუმრო რედისონში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. დიასპორის დღე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქნა შემოღებული წელს მეხუთედ აღინიშნა.
2012-05-25 - პრესრელიზი
27 მაისს სასტუმრო რედისონში, 10:00 საათზე ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იხსნება. დიასპორის დღე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქნა შემოღებული წელს მეხუთედ აღინიშნება. ამჟამად დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქართული დიასპორის დღეს განსხვავებულად, უფრო ფართოდ აღნიშნავს – საერთაშორისო კონფერენცია დიასპორისა და მიგრაციის საკითხებს ეძღვნება და კონფერნციას საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე უწყებების ხელმძღვანელი პირები და ცნობილი ექსპერტები ესწრებიან.
2012-05-24 - პრესრელიზი
25 მაისს, 13. 00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება წიგნის „ქართველები უცხოეთში“ პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით.
2012-05-21 - ქალაქ ანაკლიაში ჩერქეზული დღეები მიმდინარეობს
ქალაქ ანაკლიაში ჩერქეზული დღეები დაიწყო – ანაკლიის ცენტრში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალის ავტორია ყაბარდო–ბალყარელი ხელოვანი ჰუსენ კოჩესოკოვი. ჩერქეზულ დღეებს ესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩერქეზული დღეების მონაწილეები მემორიალის გახსნამდე ზღვაში სიმღერით სწორედ იმ ადგილზე გავიდნენ, საიდანაც ჩერქეზული ოჯახები იძულებით ემიგრაციაში გაჰყავდათ. გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ზღვაზე გემებით გასულებმა წყალში წითელი ვარდები გაუშვეს.
2012-05-21 - პრესრელიზი
21–22 მაისს, ქალაქ ანაკლიაში ჩერქეზული დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 21 მაისს 10:30 საათზე, იმ ადგილებში, სადაც მე–19 საუკუნეში სამშობლოდან იძულებით აყრილმა, ოსმალოთა იმპერიაში მიმავალმა ჩერქეზული მოსახლეობის არაერთმა ტალღამ გაიარა, იგეგმება ზღვაზე გემებით გასვლა და გვირგვინების წყალში გაშვება. ამ სიმბოლური ჟესტით ღონისძიების მონაწილეები პატივს მიაგებენ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
2012-05-18 - შეხვედრა კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
18 მაისს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა და პარლამენტის წევრებმა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
2012-05-18 - პრესრელიზი
21–22 მაისს, ქალაქ ანაკლიაში ჩერქეზული დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 21 მაისს 10:30 საათზე, იმ ადგილებში, სადაც მე–19 საუკუნეში სამშობლოდან იძულებით აყრილმა, ოსმალოთა იმპერიაში მიმავალმა ჩერქეზული მოსახლეობის არაერთმა ტალღამ გაიარა, იგეგმება ზღვაზე გემებით გასვლა და გვირგვინების წყალში გაშვება. ამ სიმბოლური ჟესტით ღონისძიების მონაწილეები პატივს მიაგებენ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
2012-05-16 - მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია
მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია. დღეს 16 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია.
2012-05-07 - ქ. ალმაატაში ფესტივალი „ხალხთა მეგობრობა“ ჩატარდა
2012 წლის 26 აპრილს ყაზახეთის ქ. ალმაატაში ფესტივალ „ხალხთა მეგობრობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ინგუშეთის, თურქეთისა და რუსეთის საკვირაო სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
2012-05-04 - კომისიის გასვლითი სხდომა
4 მაისს, 12:00 საათზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა.
2012-05-03 - პრესრელიზი
4 მაისს 12:00 საათზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება.
2012-05-02 - დიასპორული პარლამენტის შექმნის ინიციატივა
2 მაისს, საქართველოს პარლამენტში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მნიშვნელოვანი საკონონმდებლო ინიციატივა გააჟღერა დიასპორული პარლამენტის შექმნის შესახებ. აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღოდა ამ მიმართულებით საზღვარგარეთის მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
2012-05-02 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 3 მაისს, 12 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოს წევრებს შეხვდება და აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას გააცნობს.
2012-05-01 - შეხვედრა სტუდენტებთან
დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე ლექცია წაიკითხა.
2012-05-01 - პრესრელიზი
ხვალ, 2 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგება. სახელმწიფო მინისტრი კანონმდებლებთან ისაუბრებს, თუ როგორი განვითარება ჰპოვა კანონმა "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’.
2012-04-30 - პრესრელიზი
ხვალ, 1 მაისს, 14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში, I კორპუსის N107, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე ლექციას წაიკითხავს.
2012-04-27 - კომისიის პირველი სხდომა
დღეს, 27 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის პარიზის ლევილის სასაფლაოდან საქართველოში გადმოსასვენებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით სპეციალური კომისია იმუშავებს.
2012-04-26 - პრესრელიზი
27 აპრილს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
2012-04-25 - ათენში დოკუმენტური ფილმის ,,სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება გაიმართა
2012 წლის 22 აპრილს ათენში, თეატრ ,,პეროკეში" საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა და ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციების ორგანიზებებით გაიმართა თამარ ბართაიას ავტორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ,,სტუმრად პატრიარქთან“ ჩვენება.
2012-04-25 - საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ევროპეაია 2012“
მიმდინარე წლის 20–22 აპრილს, სამხრეთ ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბეიაში, ფოლკლორის ყოველწლიური საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ევროპეაია 2012“ ჩატარდა.
2012-04-25 - სამხრეთაფრიკული ინვესტიციები
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ, საქართველოში ვიზიტად მყოფ სამხრეთაფრიკულ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის რაიონში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების (ბურების) მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთები მოინახულა.
2012-04-24 - 14 აპრილს ქალაქ ათენის ვახტანგVI -ის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში დედა-ენის დღე აღინიშნა
2012 წლის 14 აპრილს ქალაქ ათენის ვახტანგ VI -ის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა დედა-ენის დღე. ღონისძიებაზე, რომელიც სკოლისა და საბავშვო ბაღის – "კესარია"–ს ხელმძღვანელის, მაია სამხარაძის, პედაგოგ მარიკა ფხაკაძისა და საბავშვო ბაღის – "ნინი"–ს ხელმძღვანელის, ხათუნა მჟავანაძის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემეცნებითი მასალა – დედა-ენისადმი მიძრვნილი გადაცემა.
2012-04-23 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოში ვიზიტად სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები იმყოფებიან. გუშინ სასტუმრო "რედისონში’’ საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა, რომელსაც 70-მდე სამხრეთაფრიკელი ფერმერი და ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროს წარმოადგენენ.
2012-04-23 - სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესს საქართველო მასპინძლობს
23 აპრილს, სასტუმრო ,,რედისონში’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირი’’–ს ორგანიზებით საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა.
2012-04-22 - პრესრელიზი
23 აპრილს, 10:30 საათზე, სასტუმრო ,,რედისონის’’ ბოლრუმში საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სამხრეთ აფრიკის ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირი’’.
2012-04-18 - პრესრელიზი
19 აპრილს, 12 საათზე, სარფის საბაჟოზე საზღვარგარეთ მიმავალ და საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული „დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო ბუკლეტი’’ დაურიგდებათ. აღნიშნულ აქციაში თავად მინისტრი – პაპუნა დავითაიაც მიიღებს მონაწილეობას.
2012-04-17 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში".
2012-04-03 - პრესრელიზი
3 მარტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია იტალიის ქალაქ ბარში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს შეხვდა. შეხვედრა ცნობილი ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის კონცერტის დაწყებამდე, ქალაქ ბარის Cinema Teatro, "Royal”–ში გაიმართა.
2012-03-27 - ათენში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა
მ.წ. 25 მარტს, საბერძნეთის ქალაქ ათენში, ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციისა და ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ორგანიზებით ლიტერატურულ კაფე ,,ენასტრონ“–ში ქართული პოეზიის საღამო ჩატარდა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ძველი და თანამედროვე ქართული პოეზიისა და ახალგაზრდა ემიგრანტი პოეტების – სოფი მაჭავარიანის, ირინა ქურდიანისა და ნინო ჯიმშეიშვილის შემოქმედება.
2012-03-27 - პრესრელიზი
ხვალ, 28 მარტს, 11:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერის პიტ კემპის ფერმას მოინახულებს, სადაც სიმინდისა და ხორბლის კულტურებია დათესილი.
2012-03-26 - სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
2012 წლის 23 მარტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და, ასევე, კახის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსაც შეხვდება.
2012-03-21 - შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან
დღეს, 21 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ქართული ბიზნესის გაცნობა საზღვარგარეთ მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის და მათთვის საინტერესო პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება.
2012-03-12 - ილიას უნივერსიტეტში მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში კვლევითი ცენტრი დაარსდა
მიმდინარე წლის 12 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატვით, სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ, მიგრაციისა და დიასპორების საკითხებში ერთობლივი კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
2012-03-09 - კომისიის პირველი სხდომა
9 მარტს, სახელმწიფო კანცელარიაში თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარეა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია. კომისიაში შედიან საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
2012-03-07 - უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ
მიმდინარე წლის 7 მარტს, 13 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გაიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა,რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი ესწრებოდნენ. კომიტეტის სხდომაზე გაიმართა პრეზენტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურების შესახებ.
2012-03-06 - პრესრელიზი
უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.
2012-03-03 - პრესრელიზი
დღეს ქ. ანკარაში, ბათიკენთის კულტურის, ხელოვნებისა და ვაჭრობის ცენტრში გაიხსნა, რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით ,,ჩერქეზთა გენოციდი: დოკუმენტები და მასალები“ ,რომლის ორგანიზატორები არიან ქ.თბილისის ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი, თურქეთში მოქმედი კავკასიური ასოციაციების ფედერაცია ,,კავკასიური სახლის“ წევრები და მოძრაობა ,,ჩერქეზი პატრიოტები“.
2012-03-02 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 3 მარტს, 12 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გაბრიელაშვილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მიღების პროცედურებს გააცნობენ.
2012-03-01 - 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი
2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ,,კანონი ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ.
2012-03-01 - 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი
2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ,,კანონი ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას.
2012-02-29 - პრესრელიზი
1 მარტს, 14:00 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი გაბრიელაშვილთან ერთად თავად გაუწევს კონსულტაციას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, თუ რა პროცედურებია საჭირო თანამემამულის მოწმობის მისაღებად და დაეხმარება მათ განაცხადის შეტანის პროცესში.
2012-02-29 - შეხვედრა სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლენთან
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი გაბრიელაშვილს და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ბოლო დეტალები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოში ყოფნის ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მოსამზადებლად.
2012-02-28 - პრესრელიზი
29 თებერვალს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი გაბრიელაშვილს და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს ხვდება. სამუშაო შეხვედრაზე განიხილება ბოლო დეტალები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოში ყოფნის ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მოსამზადებლად.
2012-02-27 - ათენში სტუდენტებმა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
2012 წლის 25 თებერვალს ათენში ,,საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის“ ინიციატივით 1921 წელს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკრებისადმი პატივის მისაგები ღონისძიებები გაიმართა.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გადახდილ იქნა მოსახსენებელი პანაშვიდი, ხოლო შემდეგ სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი, სანთლებით გამოსახეს ეროვნული დროშის ფერებში საქართველოს რუკა და ხალხთან ერთად შეასრულეს ეროვნული ჰიმნი. დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა ფილმი 1921 წელს რუსეთი მიერ საქრთველოს ოკუპაციის და იუნკერთა ბრძოლის შესახებ.
2012-02-22 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 23 თებერვალს, 14 საათზე, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „XX საუკუნის კავკასიის ისტორიის ტრაგიკული ფურცლები“, რომელიც მიეძღვნება კავკასიის ხალხთა ისტორიაში ტრაგიკულ მოვლენებს.
2012-02-22 - პრესრელიზი
ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და The Jamestown Foundation-ს შორის
2012-02-22 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 20 თებერვალს პაპუნა დავითაიას შეხვედრები ჰქონდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრის დოლისთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ბერძენთა გენერალური სამდივნოს დირექტორთან, პეტროს პანაიოტოპულოსთან.
2012-02-21 - პრესრელიზი
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ვიზიტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
2012-02-20 - მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ვიზიტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
2012-02-19 - პრესრელიზი
18 თებერვალს ქ სტამბულში ფათიჰ ალი ემირის კულტურის ცენტრში გაიხსნა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით "ჩერქეზთა გენოციდი: დოკუმენტები და მასალები“ ,რომლის ორგანიზატორები არიან ქ.თბილისის ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი, თურქეთში მოქმედი კავკასიური ასოციაციების ფედერაცია "კავკასიური სახლის“ წევრები და მოძრაობა "ჩერქეზი პატრიოტები“.
2012-02-16 - პრესრელიზი
17 თებერვალს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში სტუმრად მყოფ ჩერქეზულ დიასპორას ხვდება. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, 16 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.
2012-02-16 - საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნა
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ათენში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, სრული ანშლაგით ჩატარდა ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი. აღნიშნულ კონცერტს დაესწრნენ როგორც საბერძნეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საბერძნეთის ხელისუფლების, აგრეთვე კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
2012-02-16 - ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნა
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ცხადაძემ გახსნეს.
2012-02-15 - შეხვედრა არაოლიმპიურ ფედერაციებთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არაოლიმპიური ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
2012-02-15 - მინისტრის შეხვედრა ელჩებთან
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვედრა, სახელდობრ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის რესპუბლიკის, საბერძნეთის რესპუბლიკისა და იტალიის რესპუბლიკის მისიების ხელმძღვანელებს, აგრეთვე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს.
2012-02-15 - პრესრელიზი
16 თებერვალს, 12:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (სანაპიროს ქუჩა #4) ჩერქეზული კულტურის ცენტრი დაფუძნდება. ცენტრს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გახსნიან. ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები, ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმრები როგორც კავკასიიდან, ისე საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორებიდან; კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
2012-02-07 - თანამემამულის მოწმობა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონი 2012 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.
2012-02-06 - შეხვედრა შრომის საერთაშორისო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფებოდა. 6 თებერვალს სახელმწიფო მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ გაი რიდს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვილიამ ლეისი სვინგს შეხვდა.
2012-02-06 - პრესრელიზი
გრძელდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში. დღეს სახელმწიფო მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვილიამ ლეისი სვინგს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბატონ გაი რიდს ხვდება.
2012-02-04 - მინისტრის ვიზიტი შვეიცარიაში
გრძელდება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში. დღეს სახელმწიფო მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ვილიამ ლეისი სვინგს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბატონ გაი რიდს ხვდება.
2012-01-31 - ათენში ქართული დიასპორების პირველი ფესტივალი გაიმართა
29 იანვარს ათენმა ევროპის ქართული დიასპორებისა და ფოლკლორის პირველ ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი ქალაქ ათენის მერიისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ათენის მერიის ,,ანა&მარია კალუნდას" საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
2012-01-30 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. გუშინ, 29 იანვარს პაპუნა დავითაია წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო, შეხვდა და ესაუბრა ეკლესიის მრევლს.
2012-01-30 - მინისტრის ვიზიტი ბელგიაში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. გუშინ, 29 იანვარს პაპუნა დავითაია წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო, შეხვდა და ესაუბრა ეკლესიის მრევლს. წირვის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ქალაქ ბრიუსელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა. პაპუნა დავითაიამ ისაუბრა საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე.
2012-01-24 - ქართული საღამო პარიზში
ქართული საღამო პარიზში.
2012 წლის 22 იანვარს, საფრანგეთის ქ. პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის ორგანიზაცებით გაიმართა ქართული საღამო, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურისა და ნაციონალური სამზარეულოს პოპულარიზაციას. საღამოს სხვადასხვა თაობის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2012-01-20 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 20–22 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცნობილ რუს მსახიობს, სტანისლავ სადალსკის თბილისში უმასპინძლებს. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 იანვარს 15:45 საათზე ჩამოფრინდება, ხოლო 21 იანვარს, 19:00 საათზე თეატრალურ დასთან ერთად გამართავს სპექტაკლს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში.
2012-01-09 - პრესრელიზი
10 იანვარს 12 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არიან ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი.
2012-01-01 - ძვირფასო თანამემამულეებო !
გულითადად გილოცავთ ახალ წელს. მინდა გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, სულიერი სიმტკიცე, წარმატებები თქვენს საქმიანობაში, თქვენი ქვეყნის შენება და განვითარება.
2011-12-29 - 2011 წლის ანგარიში
ამა წლის 29 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2011 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
2011-12-29 - პრესრელიზი
30 დეკემბერს, 12:00 საათზე itv - ის მედიაკლუბში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, 2011 წლის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და გამართავს 2012 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაციას.
2011-12-21 - პრესრელიზი
ხვალ, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიების საკონსულო სამსახურების ხელმძღვანელებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონს გააცნობს.
2011-12-15 - მინისტრის ვიზიტი თურქეთში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, თურქეთის ქართველობასთან კონტაქტების გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, სამუშო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან. გუშინ შედგა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრთან, ფარუქ ჩელიქთან და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობარი ჯგუფის წევრებთან. იგი ჯგუფის თავმჯდომარეს, ჰუსეინ შაჰინს, თავმჯდომარის მოადგილეს თულაი ბაბუშჩუს და საპარლამენტო ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდა.
2011-12-12 - თანამემამულის მოწმობა
მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე გამოცხადებელ კონკურსში გამარჯვებული, მამუკა გონგაძე დააჯილდოვეს. აქვე გაიმართა მოწმობის დიზაინის პრეზენტაციაც. გამარჯვებული კი გადაეცა 5000 ლარი. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობის მსურველებს 2011 წლის 1 დეკემბრამდე უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები. ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალურ ქსელზეც – Iamgeorgian.com. მოწმობა ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის არის, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
2011-12-10 - პრესრელიზი
ორშაბათს, 12 დეკემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე გამოცხადებელ კონკურსში გამარჯვებულს, მამუკა გონგაძეს დააჯილდოვებენ.
2011-12-09 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში (მე–12 სართულზე) უცხოეთში მცხოვრები ქართველების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
2011-12-02 - ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის საკონკურსო ნამუშევრების განოფენა და გამარჯვებულის გამოვლენა
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 20 მაისის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი აღიარა.
ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2010 წლის 24 სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ოფიციალური გახმოვანება, საქართველოს ხელისუფლების საგარეო და სამეზობლო ურთიერთობებში კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფის მზარდი მნიშვნელობისა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბების თაობაზე.
2011-12-01 - პრესრელიზი
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 20 მაისის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი აღიარა.
ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2010 წლის 24 სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ოფიციალური გახმოვანება, საქართველოს ხელისუფლების საგარეო და სამეზობლო ურთიერთობებში კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფის მზარდი მნიშვნელობისა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბების თაობაზე.
2011-11-23 - ქართული, როგორც მეორე ენა
2011-11-23 - ქართული, როგორც მეორე ენა
2011-11-18 - თბილისობა ნიუ–იორკში
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნიუ-იორკში უკვე ტრადიციული ფესტივალი "GEORGIANS IN USA AWARDS 2011 " და " თბილისობა ნიუ-იორკში" წარმატებით ჩატარდა. ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი თამრიკო დავითაშვილი.
2011-11-17 - გარსევანიშვილი გიორგი იესეს ძე
გარსევანიშვილი გიორგი იესეს ძე. საზოგადო მოღვაწე, ვსეხსვიატსკოეს ქართველთა ტაძრის პირველი წინამძღვარი. გარდაიცვალა 1745 წელს.
2011-11-17 - ბაგრატიონი პეტრე რომანის (რევაზის) ძე
ბაგრატიონი პეტრე რომანის (რევაზის) ძე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის - გენერალ-გუბერნატორი, ფიზიკოსი, ინჟინერ-გამომგონებელი. დაიბადა 1818 წლის 24 სექტემბერს, ყიზლარში ― გარდაიცვალა 1876 წლის 17 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში.
2011-11-15 - მოლაპარაკებები ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. 14 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრს შეხვედრები ჰქონდა საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პაპუნა დავითაია საფრანგეთის რესპუბლიკის ბიუჯეტის მინისტრის კაბინეტის დირექტორის პირველ მოადგილეს, ლუდოვიკ გილშერს და კაბინეტის წევრს ვენსან პეტის შეხვდა. მოგვიანებით კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან.
2011-11-14 - ქართული კულტურის დღეები ლევილში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 12–13 ნოემბერს, ლევილის მამულში მე–9 საერთაშორისო ფრანგულ–ქართული კულტურის დღეები იმართება.
2011-11-12 - ჩოხების გადაცემა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, პაპუნა დავითაია პარიზში არსებულ ქართული კულტურის კერა "ლაზის’’ ფოლკლორული ანსამბლის გენერალურ რეპეტიციას დაესწრo და ნაციონალური სამოსი და შესაბამისი ატრიბუტიკა გადასცა. საზღვარგარეთ არსებული ფოლკლორული ანსამბლების ტრადიციული ქართული სამოსით უზრუნველყოფა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია, რომელიც საზღვარგარეთ არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლებისთვის საცეკვაო ფორმებისა და ატრიბუტიკის დამზადებას და ანსამბლების აღჭურვას ითვალისწინებს.
2011-11-11 - შეხვედრა ჩერქეზულ დიასპორასთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 11 ნოემბერს, პაპუნა დავითაია ქალაქ სტამბოლში თურქეთის ჩერქეზულ დიასპორას შეხვდა და რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის შესახებ მიმდინარე საკითხები გააცნო.
2011-11-09 - შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან
ქალაქ სოჭის ქართული კულტურის ცენტრი "ივერია’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, სოფელ პლასტუნკის N44 საშუალო სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვითარების გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.
2011-11-08 - პრესრელიზი
ქალაქ სოჩის ქართული კულტურის ცენტრი "ივერია’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჩში, სოფელ პლასტუნკის N44 საშუალო სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვითარების გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.
2011-11-07 - კონკურსი - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსსმა მამუკა სამხარაძემ ბრიფინგს გამართეს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე კონკურსის პირობები გამოაცხადეს. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის იქნება, ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში ფონად გამოსახული იქნება საზღვარგარეთ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გამოსახულებები, საქართველოს ჰიმნი ნოტებით.
2011-11-07 - ნიკო ბაგრატიონი – ნიკო ბური
5 ნოემბერს, სოფელ მუხრანში (მცხეთა–მთიანეთის რეგიონი), მუხრანის N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა და ამავე სკოლაში ნიკო ბაგრატიონის ცხოვრების ამსახველი კუთხე გაიხსნა. იმ სახლში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური), სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნიკო ბაგრატიონის მემორიალური დაფა გაიხსნა. ამით ბურებმა პატივი მიაგეს 1899–1902 წლებში მათი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილის, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) ხსოვნას.
2011-11-07 - პრესრელიზი
დღეს, 7 ნოემბერს 13 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში (12–ე სართულზე) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მამუკა სამხარაძე ბრიფინგს გამართავენ დაუცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე კონკურსის პირობებს გამოაცხადებენ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის იქნება, ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში ფონად გამოსახული იქნება საზღვარგარეთ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გამოსახულებები, საქართველოს ჰიმნი ნოტებით.
2011-11-04 - პრესრელიზი
5 ნოემბერს, 12:00 საათზე, სოფელ მუხრანში (მცხეთა–მთიანეთის რეგიონი), მუხრანის N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭება და ნიკო ბაგრატიონის ცხოვრების ამსახველი კუთხე გაიხსნება. იმ სახლში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური), სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნიკო ბაგრატიონის მემორიალური დაფა გაიხსნება. ამით ბურებმა პატივი მიაგეს 1899–1902 წლებში მათი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილის, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) ხსოვნას.
2011-11-04 - შეხვედრა საზოგადოებრივ საბჭოსთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდნენ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე გამოსაცხადებელი კონკურსის პირობები გააცნეს. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის იქნება, ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში ფონად გამოსახული იქნება საზღვარგარეთ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გამოსახულებები, საქართველოს ჰიმნი ნოტებით.
2011-11-04 - ჯგუფ „შინ’–ის კონცერტი ბულგარეთში.
ბულგარეთში ქართული სათვისტომო „დიასპორის“ ხელშეწყობით ქართული მუსიკალური ჯგუფის – „შინ’’ კონცერტები ჩატარდა. ჯგუფი 8 ოქტომბერს ქალაქ პლოვდივის მაყურებლის წინაშე წარსდგა პლოვდივის დრამატული თეატრის დარბაზში, 9 ოქტომბერს კი კონცერტმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, კულტურის ნაციონალური სასახლის „სტუდიო 5’’–ის დარბაზში გადაინაცვლა. კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტები ბულგარული მას–მედიის საშუალებებით გაშუქდა.
2011-11-03 - სამხრეთ აფრიკელი ჟურნალისტები
საქართველოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჟურნალისტთა დელეგაცია სტუმრობს. დღეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტთა დელეგაცია "მასწავლებლის სახლს’’ სტუმრობდა. სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტები საქართველოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას მოწვევით იმყოფებიან.
2011-11-03 - პრესრელიზი
ხვალ, 4 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე–3 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდებიან და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე გამოსაცხადებელი კონკურსის პირობებს გააცნობენ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის იქნება, ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში ფონად გამოსახული იქნება საზღვარგარეთ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გამოსახულებები, საქართველოს ჰიმნი ნოტებით.
2011-11-02 - ვიზიტი ბელორუსში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. 30 ოქტომბერს ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შედგა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ბელარუსის ქართულ დიასპორასთან და დიასპორული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან.
2011-10-26 - ქართული საღამო თესალონიკში
23 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, არისტოტელეს ცენტრალურ მოედანზე, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ქართული საღამო გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება თესალონიკში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქართული კულტურისა და ნაციონალური სამზარეულოს პოპულარიზაციას
2011-10-21 - წერილი პოლონეთიდან
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა ჩვენება ცნობილი პოლონელი კინოდოკუმენტალისტის, მარიუს პილისის ფილმისა – "list Z polski" ("წერილი პოლონეთიდან’’). ფილმი ეხება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ გარდაცვალებას და ამ ტრაგედიის გამოძიების პროცესს. ღონისძიება გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას ორგანიზებით.
2011-10-21 - მართმადიდებლური ფილმების ფესტივალი
2011 წლის 18–22 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში’’ მართლმადიდებლური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „ წმინდა ანდრიას ჯვარი’’ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების წაემომადგენლებმა, ქართველმა და უცხოელმა რეჟისორებმა და სტუდენტებმა.
2011-10-21 - ჩერქეზთა კულტურის ცენტრი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სსიპ „ჩერქეზთა კულტურის ცენტრის“ პრეზენტაცია.
ჩერქეზული კულტურის ცენტრი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წლის 12 ოქტომბერს.
2011-10-19 - პრესრელიზი
20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქ. 1) ცნობილი პოლონელი კინოდოკუმენტალისტის, მარიუს პილისის ფილმის – "list Z polski" ("წერილი პოლონეთიდან’’) ჩვენება გაიმართება. ფილმი ეხება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ გარდაცვალებას და ამ ტრაგედიის გამოძიების პროცესს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე.
2011-10-18 - პრესრელიზი
2011 წლის 18–22 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში’’ მართლმადიდებლური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „ წმინდა ანდრიას ჯვარი’’ ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, ქართველი და უცხოელი რეჟისორები და სტუდენტები.
2011-10-18 - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავთაიამ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
2011-10-13 - შეხვედრა ეროვნულ არქივში
ჩერქეზთა გენოციდის მემორიალის შესარჩევი კომისიის წევრები ეროვნულ არქივს ეწვივნენ.
რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთახსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტის შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრები და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია დღეს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნულ არქივს ეწვივნენ.
2011-10-12 - კომისიის სხდომა
დღეს, მთავრობის კანცელარიაში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განცორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტის შესარჩევი კონკურსის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო მინისტრმა კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კონკურსში მონაწილეთა შესახებ.
2011-10-11 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 12ოქტომბერს, 13:00 საათზე, ,საქართველოს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტის შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრებს შეხვდება.
2011-10-10 - პრესრელიზი
ხვალ 11 ოქტომბერს 12:00საათზე , საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე-12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ბრიფინგს გამართავს.
2011-10-10 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში (12 სართულზე) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე საფრანგეთის დელეგაციის წევრებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
2011-10-05 - „დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო ბუკლეტი’’
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვარგარეთ მიმავალ და საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული „დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო ბუკლეტი’’ დაურიგდათ. აღნიშნულ აქციაში თავად მინისტრმა – პაპუნა დავითაიამაც მიიღო მონაწილეობა.
2011-10-04 - პრესრელიზი
5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვარგარეთ მიმავალ და საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული „დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო ბუკლეტი’’ დაურიგდებათ.
2011-10-03 - შეხვედრა სამხატვრო აკადემიაში
დღეს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და ქართველ მხატვრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობების გაცნობა წარმოადგენდა.
2011-10-03 - რთველი დიასპორასთან ერთად
1 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება ჩაატარა:
2011-10-01 - პრესრელიზი
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას გეგმავს: აპარატის თანამშრომლები თელავის რაიონში, ერთ–ერთი გლეხის ოჯახს ყურძნის მოსავლის აღებაში დაეხმარებიან.
2011-09-30 - პრესრელიზი
30 სექტემბერს, 18:00 საათზე შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის „სამეჯლისო დარბაზში“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გიწვევთ დიდი ბრიტანეთის, ლონდონის თეატრის – Riverside Studios ბაზაზე არსებული თეატრალური ჯგუფის – "ლაბორატორია" – სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით პაპავა-გურჯის შემოქმედებით საღამოზე.
2011-09-27 - ფესტივალი "ჩვენებურები"
27 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში’’ საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურები 2011’’–ის პრესკონფერენცია გაიმართა.
ფესტივალი საიუბილეოა და წელს მეთხუთმეტედ ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია "დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დღესვე ფესტივალის ფარგლებში ,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა დავით ცხადაძემ , იზრაელში მოღვაწე ანსამბლ „ბერშევას“ ქართული-ხალხური ცეკვის ფორმები და მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცეს.
2011-09-27 - გვახსოვდეს აფხაზეთი !
ძვირფასო თანამემამულეებო,
27 სექტემბერი ტრაგიკული და მტკივნეული დღეა ქართველი ერის ისტორიაში, რომელსაც მძიმედ განიცდის მთელი საქართველო, იგი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა აფხაზეთში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 ათასი ადამიანი დევნილად აქცია. მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის ჭეშმარიტი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეს გმირები შეეწირნენ, მივიდეთ მიზნამდე, რომელსაც გაერთიანებული საქართველო, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო ჰქვია.
2011-09-27 - პრესრელიზი
დღეს, 11:30 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ფერეიდნელ, თურქ და ინგილო სტუდენტებთან ერთად გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. დღესვე, მთელ მსოფლიოში ქართულ დიასპორებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს დაეგზავნებათ სახელმწიფო მინისტრის მიმართვა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.
2011-09-26 - პრესრელიზი
27 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში’’ საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურები 2011’’–ის პრესკონფერენცია გაიმართება.
ფესტივალი საიუბილეოა და წელს მეთხუთმეტედ ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია "დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
2011-09-26 - პრესრელიზი
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 23 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ ხელი მაწერეს მემორანდუმს, რომელის მიზანია ქართული დიასპორისთვის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, პერიოდულად სხვადასხვა კულტურული პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, პროგრამით გათვალისწინებულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კულტურის სამინისტროს მიერ უცხოეთში არსებული ქართული ანსამბლების საჭირო აღჭურვილობით მოამარაგება (ქართული, ნაციონალური ჩოხები, კაბები, ანსამბლების წევრთათვის სხვა ატრიბუტიკა).
2011-09-24 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 სახელმწიფო მთავრობის კანცელარიაში, მე–3 სართულზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია გამართავს შეხვედრას საქართველოში არსებულ დამსაქმებელთა ორგანიზაციების (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
2011-09-23 - პრესრელიზი
ინკლუზიური განათლება აუტიზმის სპექტრის ფსიქოლოგიის სფეროში –ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც საქართველოში ინკლუზიური განათლების სფეროს განვითარების მიზნით ხორციელდება.
2011-09-22 - ბიზნეს –კონფერენცია
მიმდინარე წლის 22–23 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი თიბისი ბანკის მხარდაჭერით მართავს ბიზნეს–კონფერენციას „დაბრუნება საქართველოში 2011“.
2011-09-21 - პრესრელიზი
ბიზნეს-კონფერენცია
„დაბრუნება საქართველოში 2011“
მიმდინარე წლის 22-23 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი თიბისი ბანკის მხარდაჭერით მართავს ბიზნეს-კონფერენციას – „დაბრუნება საქართველოში 2011’’.
2011-09-21 - ეთერ თედიაშვილის გამოფენა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით, 21 სექტემბერს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში (აღმაშენებლის გამზ. 68) გაიხსნა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ეთერ თედიაშვილის ნამუშევართა გამოფენია.
2011-09-20 - პრესრელიზი
21 სექტემბერს, 16:00 საათზე ფოლკლორის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში (აღმაშენებლის გამზ. 68) გიწვევთ გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ეთერ თედიაშვილის ნამუშევართა გამოფენის გახსნაზე. გამოფენის მხარდამჭერია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ფოლკლორის ეროვნული ცენტრი.
2011-09-17 - შეხვედრა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებთან
ამა წლის 17 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ პროექტის, სოციალური ქსელის - "Iamgeorgian.com" -ის პრეზენტაცია გამართა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
2011-09-15 - www.iamgeorgian.com
ამა წლის 15 სექტემბერს, 11:00 საათზე, Prime Times პრეს-კლუბში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ პროექტის, სოციალური ქსელის - "Iamgeorgian.com" -ის პრეზენტაცია გამართა.
2011-09-14 - განახლებული მესტიის გახსნა
მესტიაში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა-სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობა ჰოსტელის ტიპის სასტუმრო ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა.
2011-09-07 - შეხვედრა სამხრეთაფრიკელ ინვესტორებთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
2011-09-02 - დავით ყიფიანის ტურნირი საინგილოში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის ქართულ სოფლებს შორის ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის მე-15 ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. აღნიშნული ტურნირი კახის რაიონში 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.
2011-09-01 - მინისტრის ვიზიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანია სამხრეთ აფრიკული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.
2011-07-29 - ჩერქეზთა მემორიალი ანაკლიაში დაიდგმება
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 20 მაისის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი აღიარა.
2011-07-26 - ვიზიტი თურქეთში
მიმდინარე წლის 22–25 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ართვინისა და ტრაპიზონის ვილაიეთებში იმყოფებოდა.
2011-07-18 - ჩერქეზთა მემორიალი
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 20 მაისის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი აღიარა.
2011-07-15 - საპატიო წარმომადგენელი
დღეს 15 ივლისს , 2 საათზე მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში , დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ იტალიის რესპუბლიკაში ქალაქ რომში დიასპორის საპატიო წარმომადგენლად ბატონი კონსტანტინ მესხი დანიშნა.
2011-07-13 - ხალხური ცეკვის საერთაშორისო კონკურსი მიუნხენში
2011 წლის 3 ივლისს მიუნხენში, თოლვუდის ფესტივალზე რიგით მესამე ხალხური ცეკვების საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართული ცეკვა კონკურსზე გერმანიის ქართული სათვისტომოს ცეკვის გუნდმა \\\"იბერისმა\\\" წარმოადგინა.
2011-07-13 - ლატვიის ქართველთა სათვისტომო
მიმდინარე წლის 13-17 ივლისს ლატვიის ქართველთა სათვისტომო ,,გეორგიკა\\\\\\\"-ს ორგანიზებით საქართველოს ლატვიური პატრიოტული ჟანრის სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი ,,ვილკი\\\\\\\" ეწვევა, რომელიც ბანაკ ,,პატრიოტში\\\\\\\" კონცერტს გამართავს. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება შესანიშნავი ლატვიელი პოეტის ა. ჩაკსის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი თანამედროვე ჰეროიკული ეპოსის „მარადისობით ცხებულნი\\\\\\\"-ს (Mūžības skartie) ქართულ ენაზე გამოცემული თარგმანის პრეზენტაცია.
2011-06-30 - კონკურსი „ქართული კალიგრაფია“
2011 წლის იანვრიდან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამის" ორგანიზებით, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობდა კონკურსი „ქართული კალიგრაფია".
2011-06-16 - დამოუკიდებლობის დღე მილანში
მილანის იტალიურ-ქართულმა კულტურულმა საზოგადოებამ "სამშობლო-გულით სატარებელი" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წლეულს უკვე მეოთხედ აღნიშნა. 29 მაისს მილანის მულტიეთნიკური ასოციაციის "კოლორეს" დარბაზში შეხვედრა გახსნა საზოგადოების პრეზიდენტმა ნუნუ გელაძემ და ამ მნიშვნელოვანი თარიღის მოკლე ისტორიული მიმოხილვის შემდეგ დამსწრეთ საპატიო სტუმრები - დაბა მაგრელიოს მერი ჯოვანა არიგონი და ვიცემერი პაოლო ჩერუტი წარუდგინა. საზოგადოებამ გულთბილად მიიღო დაბა ამბროლაურთან დაძმობილებული მაგრელიოს მესვეურები და მადლიერი ტაშით დააჯილდოვა ისინი, როდესაც ნ.
2011-06-09 - კომისიის პირველი სხდომა
9 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემისათვის შექმნილი სპეციალური პასუხისმგებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, ასოციაცია ,,ქართული კერის'' თავმჯდომარე, ირენ ციციშვილი და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილეს კონკრეტული წინადადებები საკუთრების გადაცემის შეძლებისამებრ მოკლე ვადებში განხორციელების მიზნით.
2011-05-31 - საქართველო მსოფლიო ''DJ'' ფესტივალზე
თენგო სეფიაშვილი პირველი ქართველი დიჯეია, რომელმაც სამხრეთ კორეაში , სეულში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო დიჯეი ფესტივალზე საქართველოს სახელით მიიღო მნაწილეობა.
ფესტივალში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი , საუკეთესო დიჯეი მონაწილეობს და მას ყოველწლიურად დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ესწრება.
2011-05-28 - პრესრელიზი
საქართველოში დიასპორის დღე აღინიშნება. 27 მაისს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში'' დიასპორის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები 100-მდე ჩვენი თანამემამულე იღებდა მონაწილეობას. ქართული სათვისტომოებისა და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანა წელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.
2011-05-28 - ქართული ბიზნესი დიასპორებისთვის
საქართველოში დიასპორის დღე აღინიშნება. 27 მაისს, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში'' დიასპორის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები 100-მდე ჩვენი თანამემამულე იღებდა მონაწილეობას. ქართული სათვისტომოებისა და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანა წელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისtრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.
2011-05-27 - დიასპორის დღე 2011
ამა წლის 27-28 მაისს, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში შეიკრიბნენ. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულების თანახმად, 27 მაისი ქართული დიასპორის დღედ გამოცხადდა და იგი ყოველ წელიწადს, ტრადიციულად თბილისში აღინიშნება. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ქართული დიასპორის დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.
2011-05-27 - Un petit morceau de Géorgie à Leuville-sur-Orge
Les propriétaires du château de Leuville s'apprêtent à le céder à l'Etat géorgien.Objectif : faire de ce domaine, où s'était installé le gouvernement en exil en 1922, un lieu de mémoire.
Leuville-sur-Orge, hier. Mirza Davitaya (à d.), ministre d'Etat chargé des Communautés géorgiennes à l'étranger, avec Thierry Bérichvili (à g.) de l'Association française culturelle et d'amitié avec le peuple géorgien, devant le château.
2011-05-26 - პრესრელიზი
ამა წლის 27-28 მაისს, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში იკრიბებიან. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულების თანახმად, 27 მაისი ქართული დიასპორის დღედ არის გამოცხადებული და იგი ყოველ წელიწადს, ტრადიციულად თბილისში აღინიშნება. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ქართული დიასპორის დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.
2011-05-25 - კონკურსის პირობები
ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობები
2011-05-24 - ლევილის მამული საქართველოს უბრუნდება
დღეს, 23 მაისს საზეიმოდ მოეწერა ხელი მემორანდუმს ,,ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ''. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემა საუკუნის წინ თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შეძენილ ფრანგულ მიწაზე, ლევილის შატოს პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაფორმდა.
2011-05-21 - ვიზიტი საფრანგეში
დღეს, 20 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, მირზა (პაპუნა) დავითაია ასოციაცია ,,ქართული კერის'' ხელმძღვანელს, ირენ ციციშვილს და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა წინასწარი მოლაპარაკებები მემორანდუმთან დაკავშირებით ,,ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ'', რომელსაც 23 მაისს ლევილში საზეიმოდ მოეწერება ხელი.
2011-05-16 - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
დღეს, 16 მაისს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, ირაკლი ღვალაძემ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
2011-05-14 - პრესრელიზი
მ/წ 16 მაისს , 12 საათზე მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
2011-05-09 - ვიზიტი ისრაელში
მიმდინარე წლის 3-8 მაისს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებოდა. პაპუნა დავითაიას შეხვედრები ჰქონდა ქალაქების - იერუსალიმის, თელავივის, ბერშევას ქართველ ებრაელებთან. სახელმწიფო მინისტრი ქალაქ იერუსალიმში შეხვდა საქართველოს ებრაელთა მთავარ რაბინს არიელ ლევინს და ქალაქ იერუსალიმის ქართველ ებრაელობას.
2011-05-04 - უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება
2011 წლის 30 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინის ქართული სათვისტომოების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 14 ოლქის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმში განიხილეს რეგიონის ქართულ სათვისტომოებში არსებული სიტუაცია, ბოლო წლის განმავლობაში რეგიონებში ჩატარებული სამუშაო და ასევე სამომავლო გეგმები.
2011-04-29 - მოლაპარაკებები ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე
საფრანგეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება. საფრანგეთის მხარეს საფრანგეთში ,, ამხანაგობა ქართული კერა'' და მისი თავმჯდომარე ირენ ციციშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია.
2011-04-18 - სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში
ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პაპუნა დავითაიამ შეხვედრები მადრიდსა და ბარსელონაში არსებულ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ ნათბილაძე და საქართველოს კონსული ბარსელონაში პაატა პაპუაშვილიც ესწრებოდნენ.
2011-04-07 - ფილმის პრემიერა
ახმედ მელაშვილის სახელობის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში, დოკუმენტური ფილმის - ,,ხიდები სამშობლოსაკენ'' პრემიერა გაიმართa. ფილმის ავტორია ჟურნალისტი თამარ თაგვაძე, რეჟისორი თინათინ ჭაბუკიანი. ფილმი ეძღვნება თურქეთის ქართველ მუჰაჯირთა ისტორიას და ფესტივალ ,,ჩვენებურებს''.
2011-04-06 - პრესრელიზი
ამა წლის 7 აპრილს, 14:00 საათზე, ახმედ მელაშვილის სახელობის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში, დოკუმენტური ფილმის - ,,ხიდები სამშობლოსაკენ'' პრემიერა გაიმართება. ფილმის ავტორია ჟურნალისტი თამარ თაგვაძე, რეჟისორი თინათინ ჭაბუკიანი. ფილმი ეძღვნება თურქეთის ქართველ მუჰაჯირთა ისტორიას და ფესტივალ ,,ჩვენებურებს''.
2011-03-30 - პრესრელიზი
ხვალ, 31 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს მთავრობას ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ'' კანონპროექტს წარუდგენს.
2011-03-28 - აქ ქართველები ერთად ვართ ყველა!
2010 წლის 6 ნოემბერს გერმანიის ქართულმა სათვისტომომ თავისი არსებობის 65 წლის იუბილე აღნიშნა. 1945 წელს დაარსებულმა გაერთიანებამ თავისი განვითარების მანძილზე სხვადასხვა ეტაპები განვლო და აქტიურ კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
2011-03-25 - პირველი ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში გერმანიაში
გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 15 მაისს ქალაქ შტუტგარტში გაიმართება პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირი მიზნად ისახავს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მიმოფანტულიქართველების გაცნობა-დამეგობრებას.
2011-03-25 - საპატიო წარმომადგენელი
დღეს მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ , მოლოდოვას რესპუბლიკაში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლად პაატა კეჟერაშვილი დანიშნა.
2011-03-24 - შეხვედრა საზოგადოებრივ საბჭოსთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო...
2011-03-23 - პრესრელიზი
ხვალ, 24 მარტს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას გააცნობს. აღნიშნული ინიციატივა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი მექანიზმების გათვალისწინებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სამართლებრივი სტატუსის შემუშავებასა და საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას გულისხმობს.
2011-03-17 - საქველმოქმედო პროექტი „დამეხმარე''
2010 წლის ოქტომბრიდან დანიაში ქართული სათვისტომოსა და მისი თავმჯდომარის, ქალბატონ რუსუდან გიორგბერიძის მხარდაჭერით ხორციელდება საქველმოქმედო პროექტი „დამეხმარე"...
2011-03-02 - შეხვედრები საფრანგეთში
მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 1 მარტამდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში პაპუნა დავითაიას შეხვედრები ჰქონდა საფრანგეთის როგორც ისტორიულ, ისე ახალ ქართულ დიასპორასთან...
2011-03-01 - ქართველები მილანში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ
მილანის ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო - გულით სატარებელი" მუდმივი ადგილსამყოფელის უქონლობის მიუხედავად, ცდილობს ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველების შემოკრებას, პრობლემების მოგვარებაში დახმარებას. 20 თებერვალს საზოგადოებამ თანამემამულეების შეხვედრა მოაწყო. აღნიშნულ ღონისძიებას იტალიელი და უკრაინელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
2011-02-25 - პირველი რესპუბლიკის დარბაზი
ამა წლის 25 თებერვალს, 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თეთრ დარბაზში, რომელსაც პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა, მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ნიკა გილაური, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ნიკოლ ჟორდანია დაესწრნენ. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობამ გაიაზროს და გაითავისოს ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია.
2011-02-24 - ქართული კალიგრაფიის კონკურსი
24 თებერვალს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ნადირაძემ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბუბა კუდავას კონკურს „ქართული კალიგრაფიის" ემიგრანტი მონაწილეების ხელნაწერები გადასცა.
2011-02-23 - ნოე ჟორდანიას მემორიალი
ამა წლის 23 თებერვალს, 13:00 საათზე, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე მისი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალი გაიმართა (მტკვრის მარცხენა სანაპირო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის პირდაპირ სკვერში), რომელშიც საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა - საქართველოს პირველი მთავრობის ხელმძღვანელთა შთამომავლებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა, ნიკოლ ჟორდანიამ.
2011-02-22 - პრესრელიზი
23 თებერვალს, 13:00 საათზე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის. ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5 ), 101-ე აუდიტორიაში, დიდი ბრიტანეთის ქრენფილდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის საერთაშორისო განვითარების პროფესორი, ენდრიუ კაკაბაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,The Leadership Challenges for the 21st Century" (,,მართვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში'')
2011-02-22 - პრესრელიზი
ამა წლის 23 თებერვალს, 13:00 საათზე, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე მისი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალი გაიმართება (მტკვრის მარცხენა სანაპირო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის პირდაპირ სკვერში), რომელშიც საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები - საქართველოს პირველი მთავრობის ხელმძღვანელთა შთამომავლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის...
2011-02-21 - შოტლანდიაში მცხოვრები ქართველები ქართულენოვან სკოლებს ითხოვენ
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაია, ბრიტანეთის ქალაქებს ეწვია და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ლონდონი, ედინბურგი და გლაზგო მოინახულა.
ლონდონში პაპუნა დავითაიამ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, აღსანიშნავია სტუმრობა British Library (ბრიტანული ბიბლიოთეკა) - ში, სადაც დაცულია რამდენიმე ქართული ხელნაწერი, რომლებიც შუა საუკუნეებით თარიღდება. სამინისტრო ბრიტანულ ბიბლიოთეკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მოლაპარაკებების მიზანია მოხდეს ხელნაწერების მაღალ დონეზე სკანირება და მათი ქართველი მეცნიერებისთვის გაცნობა.
ლონდონის შემდეგ მინისტრი შოტლანდიურ ქალაქებს ედინბურგს და გლაზგოს ეწვია. ამ ქალაქებში მცხოვრებმა ქართველებმა სხვადასხვა საკითხების მიმართ გამოხატეს ინტერესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული საკვირაო სკოლების თემას.
2011-02-17 - შეხვედრა სამხრეთ აფრიკის სპორტის ნაციონალურ ასოციაციის წარმომადგენლებთან
დღეს 13:30 საათზე მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში , დისაპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ნამგალაური და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გია ნიჟარაძე სამხრეთ აფრიკის სპორტის ნაციონალური ასოციაციის ხელმძღვანელებს - პიტერ სტანს და კრის ბადენჰორს შეხვდნენ.
2011-02-14 - პაპუნა დავითაიამ მეცნიერებს ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმი გააცნო
14 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია ეწვია. მინისტრი მეცნიერებს შეხვდა და მათ ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმი გააცნო.
პაპუნა დავითაიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქართველ მკვლევარებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
2011-02-04 - ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმი
4 თებერვალს, ქალაქ ლონდონში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, მირზა (პაპუნა) დავითაია ბრიტანული ბიბლიოთეკის დირექტორს მეცნიერებების და კოლექციების სფეროში, ფილ სპენსს და ბრიტანული ბიბლიოთეკის აზიისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორს, ოლივერ ურკუჰარტ ირვინს შეხვდა. შეხვედრის დროს მირზა (პაპუნა) დავითაიამ და ფილ სპენსმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ბრიტანულ ბიბლიოთეკასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. მემორანდუმი განსაზღვრავს ურთიერთთანამშრომლობის ზოგად ჩარჩოს.
2011-01-26 - ,,ქართული კალიგრაფია''
ძვირფასო თანამემამულენო,
უკვე მეორე წელია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „წამთან" თანამშრომლობით აცხადებენ კონკურსს
„ქართული კალიგრაფია"
საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კონკურსში მონაწილეობას კოორდინირებას უწევს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
კონკურსი ტარდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.
2011-01-26 - ერთიანი სასწავლო პროგრამა
დღეს, 26 იანვარს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილ ერთიან სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
2011-01-25 - პრესრელიზი
ამა წლის 26 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავა და მოამზადა. პროგრამა შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სასკოლო პროგრამასთან და დიასპორის წარმომადგენლის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მის სრულყოფილ ინტეგრაციას გულისხმობს.
2011-01-24 - ჟურნალი ''einBLICK Georgien''
2008 წლის დეკემბრიდან გერმანიაში გამოიცემა. ჟურნალის უკვე მეოთხე ნომერი დაიბეჭდა. მისი დამაარსებლები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ჰამბურგში არსებული გერმანულ-კავკასიური საზოგადოება „ლილეს" ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიკა ლაფაური-ბურკი (www.lile.de) და ბატონი დოქტ. ფრანკ ტრემელი.
2011-01-24 - ახალი წლის ზეიმი ვოლგოგრადში
2010 წლის 23 დეკემბერს ქ. ვოლგოგრადში მცხოვრები ქართველები ახალ წელს შეხვდნენ. საღამო მოამზადა ვოლგოგრადის ოლქის ქართველთა საზოგადო ორგანიზაცია «იბერიამ». საახალწლო საღამო გახსნა დიასპორის თავჯდომარემ ბატონმა სოსო გოგსაძემ, რომელმაც მიულოცა შეკრებილთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ამასთანავე, მოკლე საანგარიშო მოხსენება გააკეთა 2010 წელში დიასპორის ჩატარებული მუშაობისა და წარმატებების შესახებ, მანვე გადასცა სამადლობელი წერილები იმ ქართველებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დიასპორის ცხოვრებაში.
2011-01-12 - პრესრელიზი
ვილნიუსის ტრაგედია - 1991 წლის 13 იანვარი
13 იანვარს, 16:00 საათზე ლიტვაში 1991 წლის იანვარში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლის აღსანიშნავად, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩო მართავს ღონისძიებას: საქართველოს პარლამენტის წინ გვირგვინებით შეამკობენ 9 აპრილის მემორიალს და პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულებს.
2011-01-10 - სტუმრად ბავშვთა სახლში
მიმდინარე წლის 7 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ბავშვთა სახლის "სათნოების" აღსაზრდელები მოინახულა და შობის დღესასწაული მიულოცა.
პაპუნა დავითაიასთან ერთად ბავშვთა სახლს ეწვიენ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები: ლაშა ონიანი, ლაშა დარბაიძე, თამარ ივერი, რაულ ხელაია, თამარ და ეთერ თედიაშვილი-კუნცელები.
2011-01-10 - ინტერნეტტელევიზია
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინტერნეტტელევიზიასთან ერთად ახალ პროექტს იწყებს: მალე ინტერნეტტელევიზიის ვებგვერდზე კიდევ ერთი რუბრიკა გაჩნდება - რეპორტაჟების ციკლი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ცხოვრებასა და საქმიანობაზე. გადაცემა იმ სიუჟეტებისგან აიგება, რომელსაც თავად დიასპორის წარმომადგენლები გადაიღებენ და ინტერნეტტელევიზიას გამოუგზავნიან. ITV მსოფლიოს 25 ქვეყნიდან უწყვეტ რეჟიმში მიიღებს სპეციალურ რეპორტაჟებს, ყოველდღიურ რეჟიმში მომზადდება საინფორმაციო გამოშვება სპეციალურად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების შესახებ.
2011-01-06 - პრესრელიზი
7 იანვარს, 13:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ბავშვთა სახლის, "სათნოების" აღსაზრდელებს მოინახულებს და შობის დღესასწაულს მიულოცავს.
2010-12-30 - სასწავლო პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის
2010-12-30 - 2010 წლის ანგარიში
ამა წლის 30 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2010 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2011 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
2010-12-15 - სავაჭრო პალატის წარმომადგენელი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბატონი ჯემალ იმნაიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენის წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის
2010-12-14 - პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მიღების გამარტივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კონსტანტინე ქავთარაძე ეხმიანება
პოლონეთში უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის მიღების წესის გამარტივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს პოლონეთში საქართველოს ელჩი აკეთებს.
2010-12-14 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბატონი ჯემალ იმნაიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენის წარდგენას საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის.
2010-12-08 - შეხვედრა ინდოეთის ელჩთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჩალ კუმარ მალჰოტრას შეხვდა. შეხვედრის მიზანს დიასპორის საკითხებში ინდოეთის რესპუბლიკის მდიდარი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
2010-12-07 - პრესრელიზი
ამა წლის 8 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაგეგმილია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ აჩალ კუმარ მალჰოტრასთან. შეხვედრის მიზანია დიასპორის საკითხებში ინდოეთის რესპუბლიკის მდიდარი გამოცდილების გაზიარება.
2010-12-03 - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.
2010-12-03 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება...
2010-12-03 - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.
2010-11-29 - საპატიო წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენელი ეყოლება. ბრძანებულების პროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლების დანიშვნა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2010-11-29 - საპატიო წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენელი ეყოლება. ბრძანებულების პროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს.
2010-11-26 - შეხვედრები აზერბაიჯანში
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი მომღერლის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის კონცერტი გაიმართა. კონცერტი ბუბა კიკაბიძის საკონცერტო ტურნეს ნაწილია, რომელიც დეკემბრის თვეში ბელარუსის რესპუბლიკასა და უკრაინაშიც იგეგმება.
2010-11-15 - ექსკურსია პარნასოსზე
2010 წლის 17 ოქტომბერს, ორგანიზაცია ,,საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის'' წევრებმა, საბერძნეთში, ათენში, პარნასოსის მთაზე ექსკურსია მოაწყვეს. პარნასოს მთაზე მათ საქართველოს დროშა აიტანეს...
2010-11-11 - ფოტოგამოფენა ტალინში - „WE REMEMBER Tallinn-2010''
2010 წლის 6 ნოემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ესტონეთის „ქართული სახლისა" და ლატვიის ქართველთა საზოგადოება „გეორგიკა''-ს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „WE REMEMBER Tallinn-2010" გაიმართა. ფოტოგამოფენას საფუძველი ჩაუყარა ყოფილი ინტერნეტპორტალის - www.abkhazeti.ru საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფმა.
2010-11-05 - ხელოვნების აკადემია საბერძნეთში
საბერძნეთის ქ. თესალონიკის ქართული ხელოვნების აკადემია ''ART ACADEMY'' 2010 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო ნებისმიერი ასაკის მსურველთა მიღებას. აკადემია წარმოადგენს საზოგადოების განვითარების ახლებურ ფორმას.
აკადემიასთან ფუნქციონირებენ შემდეგი ჯგუფები: ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერა, საესტრადო სიმღერა და ვოკალი, ქართული, სამეჯლისო ევროპული, ესპანური ცეკვები, თეატრი.
2010-11-05 - უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას წმინდა მეფე თამარს შეავედრებენ
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, მათ მეოხად და სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოდ შეიქმნა წმინდა მეფე თამარის ხატი. ხატის შექმნაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ ევროპაში არსებულმა ყველა ქართულმა სამრევლომ. შეგროვდა შემოწირულობანი, რის საფუძველზეც ხატი ათონის წმინდა მთაზე, კარიესში, მთავარანგელოზის სენაკში დაწერა ბერმა პაისიმ. ასევე დამზადდა ხატისთვის საგანგებო ჩასაბრძანებელი.
2010-11-04 - ,,თბილისობა'' ნიუ-იორკში
2010 წლის 29 ოქტომბერს აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა „თბილისობა" იზეიმეს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა სახალხო ფესტივალს "ქართველები ამერიკაში", სადაც სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილი 11 ქალბატონი დაჯილდოვდა მათი ყოველდღიური ქართული საქმიანობით ამერიკულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.
2010-11-02 - გასაუბრება კონკურსის მონაწილეებთან
დღეს, 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, მირზა (პაპუნა) დავითაიასთან დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლების კანდიდატურების შესარჩევად, სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანო - საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბა. skype-ის საშუალებით, განხორციელდა სახელმწიფო მინისტრისა და საკონსულტაციო საბჭოს წევრების online რეჟიმში გასაუბრება დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლობის მსურველ კანდიდატებთან.
2010-11-02 - საპატიო წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენელი ეყოლება. ბრძანებულების პროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს.
2010-11-02 - საპატიო წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენელი ეყოლება. ბრძანებულების პროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება წარმოადგენს.
2010-11-01 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საპატიო წარმომადგენლების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს კონკურსი გამოაცხადა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფოს საპატიო წარმომადგენლების შერჩევის, საკითხთა განხილვისა და სახელმწიფო მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის მიზნით, შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანო - საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან...
2010-10-27 - განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (მის: ქ. თბილისი ინგოროყვას ქ. #7) აცხადებს აუქციონს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების მიზნით
2010-10-26 - პრესრელიზი
საქართველოში ზეთისხილის კულტურა ადრეც არსებობდა, მაგრამ მივიწყებული იყო. თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ააპარატის ინიციატივით, ზეთის ხილის კულტურა საქართველოში კვლავ ბრუნდება.
გასულ წელს სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში კომპანიების "ჯეოლაივის" და "ქეფითალ ფართნერს ოფ ჯორჯიას" მიერ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დაიწყო. ზეთისხილის პირველი პლანტაციის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, მან ზეთისხილის პირველი ნერგი თავად დარგო.
2010-10-18 - საპატიო წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 სექტემბრის N 761 ბრძანებულებით, საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლები დაინიშნებიან. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისა და საქართველოს სახელმწიფო პროგრამების დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოორდინირება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება,
2010-10-18 - საპატიო წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 სექტემბრის N 761 ბრძანებულებით, საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლები დაინიშნებიან. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების მიზანს საზღვარგარეთ ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობისა და საქართველოს სახელმწიფო პროგრამების დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოორდინირება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება...
2010-10-15 - პრესრელიზი
საპატიო წარმომადგენლები
დღეს 13 საათზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დისპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულს საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდება .
შეხვედრის თემაა:
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საზღვარგარეთის ქვეყნებში დანიშვნას.
2010-10-08 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, XII საერთაშორისო ფესტივალ ,,ჩვენებურები"-ს მონაწილეებს მიიღებს.
ფესტივალი 29 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ასოციაციის ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ'' ორგანიზებითა და ხელშეწყობით ტარდება და ეძღვნება სვეტიცხოვლის 1000 წლისთავს.
2010-10-05 - ''ისწავლე საქართველოში''
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში". პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის და ითვალისწინებს ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვას საქართველოს მთავარ უმაღლეს სასწავლებლებში. აღნიშნული პროგრამით ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. სწავლება ქართულ ენაზე განხორციელდება.
2010-10-04 - ბურების ვიზიტი საქართველოში
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზებით, საქართველოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა თხუთმეტკაციანი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები წარმოადგენენ სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ფერმერულ ორგანიზაციებს მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეცხვარეობის, მებოსტნეობის, მარცვლეულის კულტურათა დარგში.
2010-10-04 - პრესრელიზი
2010 წელს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" ახორციელებენ.
პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდობისთვის.
პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 50 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხება საქართველოს უნივერსიტეტებში.
2010-10-02 - გასაუბრება კონკურსის მონაწილეებთან
დღეს, 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, მირზა (პაპუნა) დავითაიასთან დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლების კანდიდატურების შესარჩევად, სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანო - საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბა...
2010-10-01 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზებით, საქართველოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა თხუთმეტკაციანი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები წარმოადგენენ სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ფერმერულ ორგანიზაციებს მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეცხვარეობის, მებოსტნეობის, მარცვლეულის კულტურათა დარგში.
2010-09-29 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართული დიასპორის ორგანიზებით, საქართველოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა თხუთმეტკაციანი დელეგაცია ესტუმრება. ვიზიტის მიზანია საქართველოში სამხრეთ აფრიკული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მათთვის საქართველოს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობა. დელეგაციის წევრები წარმოადგენენ სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ფერმერულ ორგანიზაციებს მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეცხვარეობის, მებოსტნეობის, მარცვლეულის კულტურათა დარგში.
2010-09-20 - საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით „ქართველ მეცნიერთა ფორუმის " ფარგლებში, 20-21 სექტემბერს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენალური სესია გაიხსნა.
2010-09-03 - პასპორტის მიღების გამარტივებული რეჟიმი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საზრვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სახელზე პასპორტის გაცემისათვის დანერგა ახალი მომსახურების სერვისი, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებს რომელთა სახელზეც უკვე გაცემულია პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ეძლევათ საშვალება დანიშნონ წარმომადგენელი და მისი საშვალებით მიიღონ ახალი პასპორტი (დაკარგულის,დაზიანებულის ან ვადაგასულის ნაცვლად), ამისათვის საჭიროა...
2010-09-02 - ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია თურქეთის რესპუბლიკაში, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთ-ერუშეთში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკის ამ რეგიონებში ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამის" პროექტი, - ექსპედიცია, რომლის მიზანია ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-ერუშეთის კულინარიული ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, თუ რამდენადაა შენარჩუნებული ძველი ქართული ტოპონიმები კერძების დასახელებაში, რა სახით დამკვიდრდა ქართული ტრადიციული კერძები თურქულ სამზარეულოში, რა როლი ითამაშა კულინარიამ ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
2010-09-01 - ფეხბურთის მატჩი კახის რაიონში
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის ქართულ სოფლებს შორის, ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდა. აღნიშნული ტურნირი კახის რაიონში 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველები, ასევე ადგილობრივი აზერბაიჯანელები, რაც მათ დამეგობრებას ხელს უწყობს.
2010-08-31 - საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიება დანაიში
2010 წლის 27-29 აგვისტოს დანიის ქალაქ სილკებორგში, დანიელი სკაუტების ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით "SOLARIS 2010" გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო დანიელებისთვის საქართველოს გაცნობა, როგორც ისტორიული, ისე პოლიტიკური და კულტურული კუთხით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 250-მა ადამიანმა, რომელთა შორისაც დანიაში მცხოვრები ქართველებიც იყვნენ.
2010-08-27 - პირველი რესპუბლიკის დარბაზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თხოვნით, ამა წლის 27 აგვისტოს, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღს და თეთრ დარბაზს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა. ეს არის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ღვაწლის დაფასება და ხაზგასმა, ვინაიდან მოვლენებს, რომლის საპატივსაცემოდაც დარბაზს ეს სახელი ეწოდა, საქართველოსთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია სწორედ ამ დარბაზში გამოაცხადა.
2010-08-27 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, 14:00 საათზე დაგეგმილია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მირზა (პაპუნა) დავითაიას შეხვედრა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ მაჯიდ სამადზადე საბერთან.
შეხვედრის მიზანია ირან-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების განხილვა: ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სა¬ჰა¬ერო მიმოსვლის დანიშვნის საკითხები.
2010-08-09 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ა/წ 10 აგვისტოს 18 საათზე ქარვასლის საგამოფენო დარბაზში გაიმართება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანის, ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელის(ბური) ინგლისურენოვანი წიგნის „ბურებთან " პრეზენტაცია
2010-08-09 - საპროტესტო წერილი ესტონეთიდან
ძვირფასო თანამემამულენო!
ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ფურცლები კვლავ ამაყი ქართველი ბიჭების სისხლით დაიწერებოდა?!
რომ თავდადებულ გმირთა უწყვეტ რიგს ჩვენი ძმები და შვილები შეავსებდნენ?!
რომ ნატიფი ყაყაჩო კიდევ ერთხელ გახდებოდა სამშობლოსთვის დაღვრილი უმწიკვლო სისხლის სიმბოლო?!
ქედს ვიხრით თქვენს წინაშე ჩვენო საამაყო გმირებო!
ქედს ვიხრით თქვენს წინაშე ჩვენო საამაყო დედებო!
2010-08-09 - საპროტესტო წერილი ჰოლანდიიდან
The war in Georgia in August 2008 lasted one week and has had horrible consequences for lifetimes and beyond. The conflict and its aftermath have seen lives, livelihoods, homes, and communities devastated in Tskhinvali Region/ South Ossetia and bordering districts of Georgia. Thousands of soldiers and tanks of the Russian Federation have breached the internationally recognized borders of Georgia and have been fiercely attacking Georgian troops. Furthermore, Russian warplanes have violated the Georgian airspace and carried out air strikes at different Georgian cities outside the conflict zone. These strikes have caused hundreds of casualties among civilian population. The main reason for Russian invasion is Georgia's close ties with the United States and the European Union countries and its willingness to build free and democratic society. Russian invasion is a desperate move to curb Georgia's aspiration to join the North Atlantic Treaty Organization (NATO) and the European Union. Russia later recognised Tskhinvali Region/ South Ossetia and Georgia's second breakaway region of Abkhazia as independent states. Russia has thousands of troops stationed in both regions. This war and recognising the rebel regions as independent states rekindles tensions between Russia and the West. We want to remind the international society the
2010-08-09 - საპროტესტო წერილი ბულგარეთიდან
XXI საუკუნეში, როცა წარმოუდგენლად გვეჩვენება ომები, განსაკუთრებით კი პატარა და დიდ ქვეყნებს შორის, იგი საკუთარ სამშობლოში ვიხილეთ. ეს ომი იყო უსამართლო და მიმდინარეობდა ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე. 2008 წლის აგვისტოს იყო ომი რუსეთ- საქართველოს შორის.
2010-08-07 - საპროტესტო წერილი ავსტრიიდან
Already two years the Russian troops are occupying a large part of Georgian territory (Abkhazia and Samachablo - Tskinvaly region) against any international rules. They are dislocated in few tens of kilometres from the capital of Georgia, Tbilisi, and represent continues threat to stability and peace not only in the rest of the country, but also in entire South Caucasus. The results of this "peacekeeping operation" are destroyed infrastructure and few hundred thousands of refugees, which represents 10% (!) of entire population in Georgia. Among them are representatives of all nationalities lived in these regions before the Russian aggression.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი კვიპროსიდან
მოგესალმებით, ბატონო პაპუნა,
მინდა მოგახსენოთ, რომ კვიპროსზე არსებული სათვისტომო „ძალა ერთობაშია" და მასში გაერთიანებული მრავალი ქართველი თანაგრძნობას და მხარდაჭერას გამოთქვამს მანამ, სანამდის სიმართლე არ გაიმარჯვებს. ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, არასდროს არ შევეგუებით რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ბარბაროსულ ქმედებებს, რასაც ჩვენი სამშობლოს ნაწილი, ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უკეთ გავაცნოთ და დავანახოთ აქაურ მაცხოვრებლებს ის რეალობა, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოს საშინელ დღეებში.
2010-08-06 - საპროტესრო წერილი საბერძნეთიდან
შაბათს, 7 აგვისტოს, 17:00 საათზე კონსტიტუციის (სინდაღმას) მოედანზე საბერძნეთის ქართული დიასპორა რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართავს აქციას. ქართული დროშებით და ლოზუნგებით („შეწყდეს რუსეთის ოკუპაცია საქართველოში", „დაგვიბრუნეთ მითვისებული ტერიტორიები" და სხვა.) იგი შეუერთდება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში მყოფ ქართული დიასპორის შეკრებებს.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი პოლონეთიდან
ყველას ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლო და თავისუფლება
2010 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 2 წელი სრულდება. ძირძველი ქართული მიწა-წყალი ანექსირებულია. ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ვერ უბრუნდება მშობლიურ სოფელს და დევნილის ცრემლიანი თვალებით გასცქერის რუსულ საკონტროლო პუნქტებს გაღმა დარჩენილ საკუთარ სახლ-კარს.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი იაპონიიდან
რუსეთის ოკუპაციის მიმართ პროტესტის წერილი
იაპონიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა და ბევრმა იაპონელმა დიდი გულისტკივილით განვიცადეთ ორი წლის წინათ საქართველოში დატრიალებული ტრაგედია. ზიანი, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვა ენით აუწერელია...
ჩვენმა პატარა ქვეყანამ დიდი მსხვერპლი გაიღო: ასობით დაღუპული, განადგურდა მრავალი დასახლება, ათეულობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარ სამშობლოში საკუთარი კერა მიეტოვებინა, საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი სასომხეთიდან
ქართული სათვისტომო ,,ივერიაც" უერთდება ქართული დიასპორების პროტესტს კავკასიაში რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს თანამემამულეებს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს ყველა პროგრესულ ძალას, ქვეყნებსა და პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული უძველესი ქართული ტერიტორიების დაბრუნებისათვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მოქალაქეებს.
სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, და იმედი გვაქვს, რომ ომის შედეგად უსახლ-კაროდ დარჩენილი ლტოლვილები აღიდგენენ უფლებებს, დაიბრუნებენ დაკარგულსა და მშვიდობით დაუბრუნდებიან მშობლიურ მხარეს.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი დანიიდან
2008 წლის 7 აგვისტოს იყო რუსული სისხლიანი ქრონიკების მოროგი ტალღა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ორი წლის წინ, რუსულმა არმიამ საქართველოს ოკუპაციის მიზნით, საქართველო-რუსთის საზღვარი გადმოკვეთა. კრემლმა, საქართველოს დაპყრობა და დამონება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა... თუმცა, ოკუპანტებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწიეს - ქართველი ჯარისკაცების გმირული წინააღმდეგობისა და საქართველოს მოქალაქეთა ერთსულოვნების გამო ქართველ ჯარისკაცთა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ, მრავალრიცხოვანი რუსული არმია და მსოფლიო გააოცა, პატარა სახელმწიფოს დიდი შეუპოვრობით და სამშობლოს დაცვის გააფთრებული სურვილით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, მტერმა ვერ შეძლო საკუთარი გეოპოლიტიკური და საქართველოს მიმართ მიზნების განხორციელება. უფრო მეტიც - ჩვენი ქვეყანა ვითარდება და შენდება.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი სლოვაკეთიდან
Dear Mr. President,
Dear Madame Premier Minister, Dear members of the Slovak Government,
Dear Head of the Slovak National Council,
In connection with the 2nd anniversary of the invasion of Russian army forces into Georgian sovereign
territories I appeal on behalf of the Slovak-Georgian Society NGO with request for official protests of
the representatives of the Slovak Republic against Russian continual breaching of sovereignty and
territorial integrity of Georgia.
2010-08-06 - საპოტესტო წერილი ინგლისიდან
We, the undersigned members of the Georgian Diaspora in the United Kingdom, urge the Government of the Russian Federation to:
1. Comply with the agreed terms of the Six-Point Ceasefire Agreement signed on the 12 August 2008 and to fully withdraw all Russian military personnel and equipment from the Georgian territories of Abkhazia and Tskhinvali Region/South Ossetia.
2. Reverse its "recognition" of the independence of the separatist Georgian territories of Tskhinvali Region/South Ossetia and Abkhazia and adhere to the principles of sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognised borders.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი გერმანიიდან
ზისტად 11 წელი გავიდა, რაც გერმანიის უძველეს და ისტორიულ ქალაქ ტრიერში ჩემს მიერ ქვაში გამოქანდაკებული რობერტ შუმანის ხსოვნის ობელისკი დაიდგა. ვინ იყო რობერტ შუმანი? ის იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის შემდეგ. ეს პოლიტიკოსი, რომელიც საფრანგეთისა გერმანიის სასაზღვრო ზონაში დაიბადა და ორივე ქვეყანაში ეძია განათლებას. მის პიროვნებას უკავშირდება წესები ევრიპის გაერთიანების შესახებ, რომელნიც მან 1949 წელს ქარმოადგინა და რომელთა საფუძველზეც სჰეიქმნა ევროპის გაერთიანება. მთავარი, რაც ამოძრავებდა რობერტ შუმანს იყო ამ ომისგან დანგრეულ, ჭრილობიან ევროპაში ის, რომ ადამიანებს გაეხსენებინათ თუ რა არის პატიება და გაეწონებინათ ხელი ერთმანეთისთვის. მას ამოძრავებდა ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პატიებისა, რომლის პოლიტიკაში დანერგვა და ამ პრინციპზე დაკრდნობით საერთო ევროპული საქმის შექმნა კონტინენტის და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ერთადერთ საშუალებად ესახებოდა.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი კანადიდან
Saturday 12:00pm
Georgians of Toronto will demonstrate Russian occupation of Georgian territories of Abkhazia and Tskhinvali region. The event will take place on August 7th, the day of Russian aggression against Georgia and will be held simultaneousness by the Georgian Diasporas all over the world (France, US, England, Germany, etc).
2010-08-06 - საპროტესტო წერილი ინგლისიდან
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა თანადგომის ჯგუფი, შაბათს 7 აგვისტოს 2.00 საათზე ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ, აწყობს პროტესტს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. გვსურს გამოვხატოთ სიყვარული და ხსოვნა იმ ხალხისა ვინც შეეწირა ჩვენს სამშობლოს და თანადგომა იმ ხალხისადმი ვისაც უსამართლოდ, ძალადობით დაატოვებინეს სახლ-კარი და საკუთარ ქვეყანაში აქციეს ლტოლვილებად. პროტესტს დავასრულებთ პეტიციის გადაცემით. გთხოვთ მობრძანდეთ და გამოხატოთ თქვენი თანადგომა.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი შვეიცარიიდან
2008 წლის ქართულ-რუსული ომი 8 აგვისტოს არ დაწყებულა
დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლის თავზე, ისევ თბილისში ვარ და სამწუხაროდ იგივე თემაზე მიხდება წერა, რაზეც ორი წლის წინ ვწერდი. კერძოდ კი რუსეთ საქართველოს ომის დაწყების მიზეზებზე.
რუსულმა პროპაგანდამ ოსტატურად „გააპიარა" 2008 წლის 8 აგვისტო (08.08.08) ომის დაწყების თარიღად, არადა ფართომასშტაბიანი შემოტევის მოსამზადებელი არტილერიული დაბომბვები სულ ცოტა 2 დღით ადრე, 6 აგვისტოს დაიწყო.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი თურქეთიდან
თურქეთის ქართველობა, საპროტესტო აქციებით 7 აგვისტოს სტამბოლში, რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს წინ, გააპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.
პირველი საპროტესტო აქცია გაიმართება სტამბოლში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს წინ 15.00 საათზე, აქციას გამართავს "საქართველოს მხარდაჭერის პლატფორმა". (რადიო და ინტერნეტ საიტი "ჩვენებური", საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია", ჟურნალი ფიროსმანი" და რეგიონული ორგანზიაციების წარმომადგენლები). ჟურნალ ფიროსმანის რედაქტორი ფაჰრეთინ ჩილოღლუ წაიკითხავს აქციის მონაწილეთა საპროტესტო განცხადებას
2010-08-06 - საპროტესტო წერილი საბერძნეთიდან
ქალთა ორგანიზაცია ,, საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის''
მ ი მ ა რ თ ვ ა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ მირზა (პაპუნა ) დავითაიასადმი
ბატონო, მინისტრო, ორი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, 2008 წლის 8 აგვისტოდან, რომელმაც მთელი საბერძნეთის ქართული ემიგრაცია და საბერძნეთში მაცხოვრებელი ყველა ყველა კეთილი ნების ემიგრანტი და ადგილობრივი მიოსახლეობა შესძრა და რომელმაც საქართველოს მოსახლეობა დიდ განსაცდელში ჩააგდო, და რომელ განსაცდელსაც ქართველმა ხალხმა ღირსეულად გაუძლო, არ მოხდა ანარქია, სიტუაცია იყო მართვადი, ყოველივე ეს იყო მთავრობის მიერ ომამდე და ომის დროს გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგი. ერი არაა ბრმა, ერი სწორად არჩევს კარგსა და ცუდს, ერი ხედავს საქართველოს აღმშენებლობას და დგას ერის წინამძღოლების გვერდით
2010-08-06 - საპროტესტო წერილი გერმანიიდან
გული მეკუმშება, სუნთქვა მეკვრის, როცა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომს ვიხსენებ. ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ ამ უბედურების დროს 6 აგვისტოს, ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე სამშობლოში ჩამოვედი, რათა მონაწილეობა მიმეღო პაატა ბურჭულაძის ფონდის, „იანანას" საქველმოქმედო საღამოში. ბედნიერებას ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ რა უბადრუკი, უსუსური ვიქნებოდი, როგორ საშინლად ვიგრძნობდი თავს, რომ ასე მძიმე დღეების დროს, როცა სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც მტერი შენს მიწაზე დათარეშობდა, როცა გორთან ერთად თბილისი იბომბებოდა, როცა ერში და ბერში ერთსულოვნება იგრძნობოდა იქ არ ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყნის განსაცდელი ჩემს ხალხთან ერთად არ გამეზიარებინა. მე ასეთი ერთსულოვანი საქართველო უფრო მეტად შემიყვარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ რა სახელმწიფოსთან გვქონდა და გვაქვს საქმე. არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარწმუნდა ამაში.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი პორტუგალიიდან
მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო. პორტუგალიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე. მოგმართავთ ჩემი,ჩვენი დიასპორის და ჩვენი ქვეყნის სახელით. როგორც მოგეხსენებათ ახლოვდება რუსული ინტერვენციისა და აგრესიის,ვერაგი მტრის, საქართველოს როგორც სახელმწიფოებრიობის გაქრობის მცდელობის ორი წლისთავი.ისევე როგორც ჩვენ ყველანი ერთად ამას ვაკეთებდით საუკუნეებისა და წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დასაცავად დღესაც ვალდებულები ვართ ისევ დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მტერს ჩვენი ერთიანობა ვაჩვენოთ,საქართველოს ერთიანობისათვის და გაბრწყინებული მომავლისათვის
2010-08-06 - საპროტესტო წერილი აშშ–დან
მთელი ქართული დიასპორა ამერიკაში და კერძოდ ნიუ იორკში გმობს რუსეთის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მოითხოვს, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები სამაჩაბლოდან და აფხაზეთის ტეროტორიიდან.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობს დიასპორის დიდი ნაწილი. ორგანიზატორთა შორის ჩვენი ორგანიზაციაცა.
2010-08-06 - საპროტესტო წერილი ბელგიიდან
ამა წლის 7 აგვისტოს ბელგიაში ტარდება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ორი წლისთავთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია. ისევე როგორც ორი წლის წინ, საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ისევ გრძელდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ მტრის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოსი ლტოლვილებად იქცნენ და არც ასობით დაღუპული ჩვენი თანამემამულეები,
2010-08-06 - საპროტესტო წერილი. ლაშა ონიანი. 6 აგვიტო 2010. გერმანია.
საპროტესტო წერილი. ლაშა ონიანი. 6 აგვიტო 2010. გერმანია.
რამდენიმე ევროპული ქვეყნის თავშეკავებულმა პოზიციამ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მმართველებს საშუალება მისცა ევროპისთვის მუქარის მუშტი ეჩვენებინათ და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი საბჭოური ტექნიკა და ჯარი შემოიყვანეს.
საქართველოს ისტორიას Kკიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი შეემატა ტერიტორიული მთლიანობის, განვითარებისა და ცივილურ სამყაროსთან ურთიერთობისათვის ბრძოლაში.
ათასობით ქართველს საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა.
2010-07-28 - პრესრელიზი
28 ივლისს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო ქართულ სკოლაში" გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ზაფხულის სკოლის ორგანიზებას დღესდღეობით საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველი ახალგაზრდებისთვის. სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინსტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, ასევე კომპანია „ბორჯომის", „ბილაინის", საპატრიარქოსა და სხვადასხვა მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციამდე ერთი საათით ადრე კი ფერეიდნელ ახალგაზრდებს სახელმწიფო მინისტრი შეხვდება და პირადად გაესაუბრება.
2010-07-28 - ჩვენი საქართველოს დასაცავად!
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ ვერაგული ომი წამოიწყო.
პუტინმა და მისმა დაქირავებულმა ბანდებმა აფხაზების, ოსებისა და ჩეჩნების სახელის გამოყენებით, ქართველი ხალხისა და მთლიანად საქართველოს დაპყრობა და მუხლზე დაჩოქება გადაწყვიტეს.
საქართველოს წინააღმდეგ ამ ბინძურ ომში, რუსეთმა, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხის სისხლში გასვრილი იამადაევის რაზმი გამოიყენა, განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიიდან, ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაული, გაჟლიტა მშვიდობიანი მოსახლეობა და დღემდე სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს.
2010-07-16 - გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე
ძვირფასო თანამემამულენო,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის წერილი, სადაც გვაცნობებენ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს უნივერსიტეტი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო თარიღის აღნიშვნას გეგმავს.
2010-07-14 - ქართული ბიზნესის დესპანები
14 ივლისს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
2010-07-13 - პრესრელიზი
ხვალ, 11:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა რწმუნებათა სიგელებს გადასცემენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს:
ალექსანდრე ქურთაული - უკრაინა - დონეცკის ოლქი;
2010-07-13 - შეხვედრა ესპანელ ბიზნესმენებთან
13 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ესპანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ხუან კობოსს, ნაზარიო ორდონეზს და რაფაელ გომეს სანჩესს შეხვდა.
2010-07-13 - პრესრელიზი
13 ივლისს, 13:00 საათზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ესპანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ხუან კობოსს, ნაზარიო ორდონეზს და რაფაელ გომეს სანჩესს შეხვდება.
2010-07-12 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 13 ივლისს 16:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქრთველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ავალიანი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი სარა ვერმიუტენი მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოფს ფულად გრანტს, რომელიც შემდგომში მოხმარდება ქართული დიასპორის სოციალური ქსელის შექმნას.
2010-06-30 - პრესრელიზი
მიმდინარე წლის 1 ივლისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ავალიანი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მოძიებას (15,16,17 წლის ასაკობრივ კატეგორიებში), მათ შერჩევას და ჩამოყვანას საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში მონაწილეობის მისაღებად
2010-06-23 - საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოღვაწე პოპულარული ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
22 ივნისს, აზერბაიჯანში ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მაკო ჭოღოშვილმა მანანა ჯაფარიძის ღირსების ორდენით დაჯილდოვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება წაიკითხა და მომღერალს ღირსების ორდენი გადასცა.
2010-06-16 - "მარადისობით ცხებულნი''
ლატვიის ქართველთა საზოგადოება „გეორგიკას" წარმომადგენლობა გვატყობინებს, რომ „გეორგიკას" თავმჯდომარემ, ბატონმა ერიკ გრიგოლიამ ალექსანდრ ჩაკსის ნაწარმოები "მარადისობით ცხებულნი" ქართულად თარგმნა და ქალაქ რიგაში მისი პრეზენტაცია შედგება:
შესანიშნავი ლატვიელი პოეტისა. ჩაკსის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი თანამედროვე ჰეროიკული ეპოსი „მარადისობით ცხებულნი" (Mūžības skartie) ევროპული ლიტერატურის საგანძურში შეტანილია, როგორც მე-20 საუკუნის ევროპული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი ნამუშევარი და თვალსაჩინო ნიმუში, რომელიც ასახავს პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე (1915-1919) ლატვიელ მსროლელთა ლეგიონების მიერ განვლილ გმირულ გზას.
2010-06-16 - დიასპორა ქართული ფეხბურთისათვის
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ფეხბურთელთა მოძიებას...
2010-06-14 - დიასპორა ქართული ფეხბურთისათვის
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ფეხბურთელთა მოძიებას (15,16,17 წლის ასაკობრივ კატეგორიებში) და შემდგომში მათ მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში.
2010-06-14 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ფეხბურთელთა მოძიებას (15,16,17 წლის ასაკობრივ კატეგორიებში) და შემდგომში მათ მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში.
2010-06-10 - ''გადავარჩინოთ ხევსურული სახლი''
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ულამაზეს ხევსურულ სახლებს გადარჩენა სჭირდება. ამასთან დაკავშირებით საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი."
გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმრავლესობა დანგრევის პირას არის.
2010-06-10 - 11 ივნისს ბრიუსელში
11 ივნისს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. სხდომაზე ისაუბრებს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რას რასმუსენი.
2010-06-10 - ერთადერთი აფხაზი
გიორგი შარვაშიძე ერთადერთი აფხაზი იყო, რომელსაც 14 წლის განმავლობაში თბილისის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. დღეს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო გიორგი შარვაშიძის თბილისის გუბერნატორად დანიშვნის 131-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს მართავს. საიუბილეო საღამოზე ისაუბრებენ გიორგი შარვაშიძის მოღვაწეობის შესახებ.
2010-06-09 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..." ამ სიყვარულს ადამიანი შეიცნობს, იგი უკვე მუდამ სულგანაბული ადევნებს თვალ-ყურს მამულის ძარღვის ცემას...
2010-06-09 - პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დასრულდება.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
"შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ მივიღე საფრანგეთისგან და პირადად ნიკოლა სარკოზისგან უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა საკითხში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით."
2010-06-09 - ''ანტიკური კავკასიის'' პირველი ტომი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი ენციკლოპედიის "ანტიკური კავკასიის" პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს, რომელზეც საგამომცემლო პროგრამა ლოგოსის სხვა მნიშვნელოვან გამოცემებთან ერთად, ახალი ენციკლოპედიის - "ანტიკური კავკასიის" პირველი ტომის პრეზენტაცია მოხდება.
2010-06-09 - ''მხოლოდ უცრემლოდ...''
მელიტა გალიეს ნაამბობი
ალბათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მცხოვრები ქალბატონი მელიტა გალიე (როტვან) ქართული დიასპორის წარმომადგენლად უკვე აღარ ითვლება, ვინაიდან იგი პარიზში დაიბადა, გაიზარდა და ოთხი ფრანგი ვაჟის დედა გახლავთ. აი, მისმა დედამ - ლიდია როტვანმა, კი საქართველო 5 წლის ასაკში იძულებით დატოვა. ლიდია როტვანი იმ უმშვენიერესი მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი გახლავთ, რომელიც დიდი ილია ჭავჭავაძის ნათლული იყო და რომლის შესახებაც ტიციან ტაბიძე წერდა:
2010-06-08 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..." ამ სიყვარულს ადამიანი შეიცნობს, იგი უკვე მუდამ სულგანაბული ადევნებს თვალ-ყურს მამულის ძარღვის ცემას...
2010-06-08 - ''სხვისი და ჩემი მხარე''
უცნაურია ქართული ხასიათი... ქართველებს უჭირთ ემიგრაციაში ყოფნა და ისინი ლექსებს წერენ. დროთა განმავლობაში, ჩვენ თვალწინ შეიქმნა ქართული დიასპორული პოეზია, რომელიც ერთი მხრივ, ნოსტალგიით არის გაჯერებული, მეორე მხრივ, კი საოცრად ოპტიმისტურია, აღარაფერს ვამბობ, იმ პატრიოტიზმის შესახებ, რომელიც ემიგრანტ ქართველში განსაკუთრებული სიმძლავრით იფეთქებს ხოლმე. ჩვენი თანამემამულეები საკუთარ ლექსებს გვიგზავნიან გამოცემული კრებულებისა და ხელნაწერების სახით...
2010-06-08 - დიასპორის დღის შესახებ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ახლახან ჩაატარა ღონისძიება "დიასპორის დღე 2010." ვგონებ, ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, თუ რას ფიქრობენ, რას გვწერენ ამ ღონისძიების შესახებ ფორუმის მონაწილე ჩვენი თანამემამულეები. გთავაზობთ, ერთ-ერთ წერილს:
მივმართავ ჩემს თანამემამულეებს, ფორუმის ორგანიზატორებს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, აპარატის ყველა თანამშრომელს.
2010-06-08 - დღეს საფრანგეთში
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდება.
საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობებს შეეხება. განიხილება მედვედევ-სარკოზის შეთანხმება. იმავდროულად, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნს შეხვდება.
2010-06-07 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..." ამ სიყვარულს ადამიანი შეიცნობს, იგი უკვე მუდამ სულგანაბული ადევნებს თვალ-ყურს მამულის ძარღვის ცემას...
2010-06-07 - ''ბილწთ არ შავეკვრი ზავითა...''
შეგახსენებთ, რომ იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც 2010-2011 წლებში იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მიერ აღინიშნება. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია სვეტიცხოვლის აღმშენებლობის 1000 წლისთავი (2010), ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (2010), ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი (2011).
2010-06-07 - სპოლეტოსა და ფილოუს ფესტივალზე
დღეს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი სეზონს გალაკონცერტით დახურვას. 9 ივნისს კი სამი კვირით საგასტროლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ვაცნობებთ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი სპოლეტოსა და ჯაკობს ფილოუს საერთაშორისო ფესტივალებში მიიღებს მონაწილეობას.
2010-06-04 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..."
2010-06-04 - სერ უინსტონ ჩერჩილი
სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი 1874 წელს დაიბადა და 1965 წელს გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ იგი გახლდათ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია. თავად ინგლისელთა აზრით, ჩერჩილი ბრიტანეთის ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული განსახიერებაა
2010-06-04 - ''დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან...''
ჩვენ უკვე შევატყობინეთ მკითხველს, რომ 3 ივნისს "ქართული პროზის საგანძურის" მეთოთხმეტე ტომი - არჩილ სულაკაურის ნაწარმოებები გამოიცა. მომავალ ხუთშაბათს "საგანძური" მეთხუთმეტე ტომს დასტამბავს და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებას შემოგვთავაზებს.
ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება მრავალფეროვანია, მაგრამ მისი ძირითადი თემატიკა ჩვეულებრივი ადამიანების ზოგჯერ ტრაგიკული, ზოგჯერ კი მხიარული ყოფაა. თუმცა თავად მწერალი სწორედ ამ ჩვეულებრივ ადამიანთა შორის პოულობს დიდებულ თვისებებს.
2010-06-04 - ''ჩვენი ტაძრები სავსეა ხალხით...''
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქუთაისს ესტუმრა. პატრიარქმა გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი მეორე ჯვრით დააჯილდოვა. ილია მეორემ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტზე გაამახვილა ყურადღება: "მე მინახავს უცხოეთში, კერძოდ ევროპაში, როგორ იყიდება კათოლიკური და პროტესტანტული ტაძრები იმის გამო, რომ ხალხი არ დადის. ღვთის მადლით, ჩვენი ტაძრები სავსეა ხალხით." - განაცხადა პატრიარქმა.
2010-06-04 - პიერ კარდენის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზებში
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ 25 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, პიერ კარდენის ცენტრში, ღონისძიება "ქართული კულტურის დღეები" გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ "პალე დე ტოკიოში," ალბომის - "ქართული გაზაფხული - მაგნუმის დღიურების" პრეზენტაცია გაიმართა. 28 მაისს კი იმავე მუზეუმში, ქართველი ფერმწერის ნინო ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
2010-06-03 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..."
2010-06-03 - ''საქართველომ გააორმაგა ბრძოლა...''
საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ჟურნალისტებს განუცხადა: "მინდა აღვნიშნო, რომ კოსოვოს აღიარება საქართველოსთვის პრეცედენტი ვერ გახდება. ნატოს სამიტი გვიახლოვდება და კარგად გვესმის საქართველოს მისწრაფებები. ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
2010-06-03 - საქართველოს შესახებ
ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფილიპ ქროულიმ საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა და განაცხადა, რომ ...
2010-06-02 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..."
2010-06-02 - გარდაიცვალა ანდრეი ვოზნესენსკი
78 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი.
იგი 1933 წლის 12 მაისს, მოსკოვში დაიბადა. ლექსების წერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ხოლო 14 წლის ასაკში მის მიერ დაწერილი პირველი ლექსი ბორის პასტერნაკს წააკითხა. პასტერნაკმა ახალგაზრდა ვოზნესენსკის უწინასწარმეტყველა, რომ იგი აუცილებლად გახდებოდა დიდი პოეტი...
2010-06-02 - ''გიხაროდენ'' საქართველო!
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში შობადობა გაიზარდა. 2009 წელს 63 377 ჩვილი დაიბადა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12 პროცენტით აღემატება.
შობადობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი 1992-1993 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა.
2010-06-02 - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა: "საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო... ჩვენ ველოდით, რომ ასეც იქნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაზე. ეს ნატოს მოთხოვნების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია."
2010-06-01 - ''ისწავლე საქართველოში''
2010 წელს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" განახორციელებს.
პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდობისთვის. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
2010-06-01 - ''ქართული ენის ომონიმთა ლექსიკონი.''
2010 წლის 26 თებერვალს გამოიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტის ავთანდილ სიხარულიძის მიერ შედგენილი წიგნი "ქართული ენის ომონიმთა ლექსიკონი."
ბატონი ავთანდილი კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე. გამოცემული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის, პარალელურად, პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწევა.
2010-06-01 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს.
2010-06-01 - ''შოთა, ილია, კაკი, ვაჟა...'' და?!
"ადამიანები ბავშვობიდან მოვდივართ" - ბრძანა გენიალურმა ფრანგმა მწერალმა ანტუან დე სენტ ეგზიუპერიმ. ანუ ყველაზე ფაქიზი, მოსაფრთხილებელი, ემოციური არსება ამქვეყნად ბავშვია, ბავშვობაში ყალიბდება ადამიანის მენტალიტეტი, რომელსაც მომავალი ცხოვრება დახვეწს, განავითარებს, მაგრამ ვერაფრით შეცვლის. ასე რომ, ბავშვობა ყველაზე მნიშვნელოვანი ხანაა ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო მთავარი საზრუნავი თავად ბავშვები არიან, მათი დაცვა.
2010-06-01 - ''მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა...''
მოციქულთა სწორი წმიდა ნინო კაბადოკიელი საქართველოში 323 წლის 1 ივნისს შემობრძანდა და მცხეთაში დასახლდა. წმიდა ნინომ დიდი და მძიმე გზა გამოიარა, მანამ სანამ საქართველომდე მოაღწევდა.... "
2010-05-31 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..."
2010-05-31 - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" და გიგი უგულავა ლიდერობენ.
ანუ, თბილისის საკრებულოს არჩევნებში 50.82%-ით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, 17.72% ერგო "ალიანსს საქართველოსთვის", 13.17% - "ქრისტიან-დემოკრატებს"; "ეროვნულმა საბჭომ" ხმათა 9% მიიღო, "თოფაძე-მრეწველებმა" - 6.22%, "სახალხო დემოკრატებმა" - 0.74%, პოლიტიკურმა მოძრაობა "სოლიდარობამ" - 0.56%, "საქართველოს სპორტსმენთა კავშირმა" - 0.34%, "თორთლაძე-დემოკრატიულმა პარტიამ" - 0.29%, პარტია "მომავალმა საქართველომ" - 0.12%, "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსმა" - 0.1%, პარტია "თავისუფლებამ" - 04%, პარტიამ "ჩვენი ქვეყანა" - 0.08%.
2010-05-31 - ''ქონდარეთის სახელმწიფოში''
"ქართული პროზის საგანძურის" მე-14 ტომი ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის არჩილ სულაკაურის შემოქმედებას დაეთმობა. არჩილ სულაკაური ავტორია არაერთი პოეტური კრებულისა და პროზაული ნაწარმოების. მისი ზღაპარი "სალამურას თავგადასავალი" ყველა ჩვენგანის ბავშვობის დამამშვენებელი არაჩვეულებრივი ოცნებაა.
2010-05-31 - ფიფქიები, კონკიები, მიკი მაუსები... თბილისის ქუჩებში
ივნისს, 12 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, "მაცაცერას სახლისა" და თოჯინების თეატრის პრეზენტაცია გაიმართება.
"მაცაცერას სახლში" თოჯინების თეატრის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ბავშვისთვის უსაყვარლესი ზღაპარი "სამი გოჭი". სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თოჯინების თეატრის სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებულები.
2010-05-28 - ქართული ჩოხები ქართულ ანსამბლებს!
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 23 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ ხელი მაწერეს პროექტს - კულტურის სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
2010-05-28 - ''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი)
"მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება."
მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..."
2010-05-28 - სოფო ნიჟარაძე და ''ევროვიზია - 2010''
ხვალ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს "ტელენორ არენას" დარბაზში, "ევროვიზია - 2010" -ის ფინალი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფინალში ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე იმღერებს. გუშინ სოფო ნიჟარაძე მსოფლიოს წინაშე სიმღერით "შჰინე" წარსდგა. მან მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა.
სოფო ნიჟარაძის სახელი გამარჯვებულთა შორის პირველივე კონვერტში აღმოჩნდა.
2010-05-28 - ''ეს ერი არასოდეს გადაშენდება...''
გუშინ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, კიშინიოვში, ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე გიორგი თავაძის სპექტაკლი "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" წარმოადგინა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კიშინიოვში დილიდან დაიწყო. მოლდოვას ყველაზე პრესტიჟული ტელევიზიის მესვეურებმა ("ჟურნალ TV") ბათუმის თეატრის მმართველი - ზაზა ხალვაში და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი თავაძე დილის გადაცემაში მიიწვიეს, სადაც ნახევარი საათი დაეთმო, როგორც ბათუმის თეატრის გასტროლს, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას.
2010-05-28 - 27 მაისი
"საქართველოს მოქალაქის სტატუსი დღესვე მოგენიჭებათ..."
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 26-27 მაისს, მსოფლიოს 25 ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიასპორის დღის აღსანიშნავად თბილისში შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის სხვა წევრებს შეხვდნენ.
2010-05-26 - გილოცავთ 26 მაისს!
დღეს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი, ღირსშესანიშნავი თარიღია. დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, დღევანდელ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი - მერაბ კოსტავა. ასევე 26 მაისს, ქართველმა ერმა საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ბატონი ზვიად გამსახურდია აირჩია
2010-05-26 - პრესრელიზი
ქართული დიასპორა საქართველოში შეიკრიბა!
დიასპორის დღე 2010
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 26-27 მაისს დიასპორის დღეს ატარებს. გთავაზობთ, 27 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამას, რომლებშიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის (ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, ბელგია, რუსეთი, იაპონია, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, თურქეთი, კანადა, ავსტრია, ირანი, შვედეთი და სხვ.) ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი.
2010-05-26 - შეხვედრა პარლამენტში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების შემდეგ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, პარლამენტის პირველ რესპუბლიკურ დარბაზში, შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა.
შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ გახსნა.
"მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის ყველა წევრს მოწვევისთვის. ვინაიდან, ჩვენ მოგვეცა საშუალება ერთად შეკრებისა პარლამენტში და საუბარი ქართული დიასპორის პრობლემებთან დაკავშირებით." - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
2010-05-26 - ქართული დიასპორა საქართველოში შეიკრიბა!
დიასპორის დღე 2010
"მას აქეთ, რაკი..."
(დიასპორის დღის ოფიციალური გახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრება)
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე... სიმბოლურია, რომ წელს სწორედ ამ დღეს გაიხსნა "დიასპორის დღე 2010," თბილისში, სასტუმრო "Radisson" - ში.
მოგეხსენებათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წელი საქართველოში დიასპორის წლად, 27 მაისი კი „ქართული დიასპორის დღედ" გამოცხადდა, მას აქეთ ყოველ 27 მაისს აღინიშნება "დიასპორის დღე," ანუ "დიასპორის დღის" აღნიშვნა საქართველოში...
2010-05-26 - დიასპორის დღე 2010
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წელი საქართველოში დიასპორის წლად, 27 მაისი კი „ქართული დიასპორის დღედ" გამოცხადდა, მას აქეთ ყოველ 27 მაისს აღინიშნება "დიასპორის დღე," ანუ "დიასპორის დღის" აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცა და მისი ორგანიზატორი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუწყებთ, რომ წელს თბილისს ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი ეწვევა.
2010-05-25 - ''პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება...''
დღეს ჩვენი რესპოდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენელი ჩეხეთში, ბატონი ვაჟა კიკნაველიძე გახლავთ. იგი ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულეთაგანია, რომელმაც ღონისძიება "დაბრუნება საქართველოში" მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, აპირებს თუ არა ბატონი ვაჟა "საქმიანობით" დაბრუნებას საკუთარ სამშობლოში და რა მოღვაწეობას ეწევა იგი ჩეხეთში?
2010-05-25 - ''თავისუფლება ყველასთვის ძვირფასია...''
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს ულოცავს ქართულ დიასპორას:
26 მაისი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია - სწორედ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა! 26 მაისი ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის, საქართველოს ერთიანობის, მისი დიდებული მომავლის სიმბოლოა.
2010-05-25 - საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები
დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე-12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ ინაიშვილმა მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელები გადასცეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს:
2010-05-24 - პრესრელიზი
ხვალ 11:00 საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე-12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი მირზა (პაპუნა) დავიტაია და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბატონი ჯემალ ინაიშვილი მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელებს გადასცემენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს:
2010-05-24 - „გვახსოვდეს 7 აგვისტო“ - მინისტრის მადლობა ქართულ დიასპორას
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო,
ახლოვდება საქართველოს უახლესი ისტორიის გმირული და ტრაგიკული მოვლენის თარიღი - სა¬ქართ¬ვე¬ლოში რუსეთის აგრესიის ორი წლის¬თა¬¬ვი.
ჩვენი სამშობლოს ბრძოლა თავისუფლებისა და დამო¬უკი¬დებ¬ლო¬ბისათვის ათას¬წ¬ლე¬-ულებს ითვლის. ორი წლის წინაც მოგვიწია, მთელი მსო¬ფლიოს თვალწინ ერთმუშტად შეკრულნი დავ¬მ¬დგა¬რი¬ყა¬ვით მტრის წინაშე და შე¬გვე¬ნარ¬ჩუნებინა უმთავრესი მონაპოვარი - თავი¬სუფ¬ლე¬ბა და სა¬ხელმწიფოებრიობა.
2010-05-24 - პრესრელიზი
დიასპორის დღე 2010
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 26-27 მაისს დიასპორის დღეს ატარებს. გთავაზობთ, 27 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი.
2010-05-24 - პრესრელიზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 26-27 მაისს დიასპორის დღეს ატარებს. გთავაზობთ, 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი.
2010-05-24 - პოლიტიკურ-სოციალური ესსე
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ვაცნობებთ, რომ აღმოჩენილია ლეგენდარული მსახიობის უცნობი პოლიტიკურ-სოციალური ესსე - ვასო გოძიაშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის მიმართულების დოქტორანტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო სტიპენდიატისა, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ აღმოჩენილ იქნა თეატრისა და კინოს ვარსკვლავის ვასო გოძიაშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია. დოკუმენტი, რომელიც შეადგენს 15 გვერდს და დაცულია სოციალური მომსახურების სააგენტოს არქივში.
2010-05-24 - ირანული ''მაკბეტი''
26 მაისს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის თეატრალური დასი ჩამოვა. 27 და 28 მაისს ირანელთა შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს უილიამ შექსპირის ,,მაკბეტის" მიხედვით დადგმულ ტრაგედიას შესთავაზებს. წარმოდგენას ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ძველი ,, თეატრალური სარდაფი" ვაკეში) უმასპინძლებს, შემდეგ კი ,,სამეფო უბნის თეატრი". 28 მაისს სწორედ ამ სპექტაკლით დაიხურება 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი ,,არდიფესტი", რომელიც 23 მაისს დაიწყო.
2010-05-24 - რუსეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის
გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია "აირზენა" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისები 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28 და 30 ივნისს და პირველ ივლისს შესრულდება.
ასე რომ, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება ეძლევათ საქართველოში ჩამოსვლისა...
2010-05-21 - ''მეგონა ზღაპარში ვმოგზაურობდი...''
დავით ბახტაძე უკვე ოცი წელიწადია, რაც კვიპროსში ცხოვრობს. თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ახლა წარმატებული ბიზნესმენი გახლავთ. იგი კვიპროსის ქართული სათვისტომო "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარეა, თანამემამულეებს ეხმარება, ბატონი დავითისა და მისი მეგობრის ბიზნესმენ - გახა მელიას წყალობით, ქართულ ანსამბლ "იმედისთვის" ასი ნაციონალური ფორმა შეიკერა. დავით ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიება "დაბრუნება საქართველოში," რა შთაბეჭდილებებით და რა გადაწყვეტილებებით ბრუნდება იგი კვიპროსზე, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.
მაშ ასე, დღეს ჩვენი რესპოდენტი კვიპროსის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბატონი დავით ბახტაძე გახლავთ.
2010-05-21 - ხსოვნის საღამო
ეთერ ჯღამაძე აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენელი, ცნობილი პოეტი გახლდათ, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზმა სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ვერაგულად დახვრიტეს.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამოს გამართავს.
2010-05-21 - შოპენი, შუმანი და ქართველი მოზარდები
საქართველოში მიმდინარეობს ქ. თბილისის მერიის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა ფესტივალი, რომელიც ფრედერიკ შოპენისა და რობერტ შუმანის დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება.
200 წლის წინ, 1810 წელს ევროპაში, განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყნებში - პოლონეთსა და გერმანიაში, დაიბადნენ ფრედერიკ შოპენი და რობერტ შუმანი. ალბათ, სწორედ მაშინ აკიაფდა მუსიკალურ ოლიმპზე კიდევ ორი ვარსკვლავი, რომელთა სიკაშკაშე დღემდე ალამაზებს სამყაროს. უსაზღვროა შოპენისა და შუმანის მუსიკის ძალა, ესთეტიკური და პროფესიონალური ღირებულება.
2010-05-21 - პრესრელიზი
საქართველოში ზეთის ხილის კულტურა ადრეც არსებობდა, მაგრამ მივიწყებული იყო, თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივით, საქართველოში ზეთის ხილის კულტურა კვლავ აღორძინდა. შეიქმნა ქართულ თურქული კომპანია „ჯეოლაივი," რომელმაც ზეთის ხილი საქართველოში დააბრუნა.
2010-05-20 - პრესრელიზი
დღეს 20 მაისს, საქართველოს სავაჭრო პალატის ჩამოყალიბების 50 წლისთავია. ამ თარიღთან დაკავშირებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სავაჭრო პალატას ქართული დიასპორის იმ წარმომადგენლებს წარუდგენს, რომლებმაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიება - "დაბრუნება საქართველოში" მიიღეს მონაწილეობა.
2010-05-20 - ''თავიანთ საქმიანობას საქართველოს დაუკავშირებენ''
საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი ღონისძიება "დაბრუნება საქართველოში" განახორციელა. ღონისძიების მიზანი იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა.
თუ როგორ და სად იმოგზაურეს ჩვენმა თანამემამულეებმა, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის საქართველოს საინვესტიციო გარემო, ამის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ბატონი ნიკა ავალიანი გვესაუბრება.
2010-05-20 - მამადავითობა
მამადავითობა - დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული, ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს იმართება.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მამადავითობას აღნიშნავს და ღირს იოანე ნეკრესელსა და მის 12 მოწაფეს - აბიბოს ნეკრესელს, ანტონ მარტყოფელს, დავით გარეჯელს, ზენონ იყალთოელს, თადეოზ სტეფანწმინდელს, ისე წილკნელს, იოსებ ალავერდელს, ისიდორე სამთავნელეს, მიქაელ ულუმბოელს, პიროს ბრეთელს, სტეფანე ხირსელსა და შიო მღვიმელს იხსენიებს.
2010-05-20 - ქართველებისთვის საფრანგეთში...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა და საფრანგეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური საქმიანობა გამარტივდება.
მხარეები ერთმანეთთან შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პირველი მიმართულების თანახმად, ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში კვალიფიკაციის ამაღლება, დასაქმება და ბინადრობის უფლების მოპოვება შეღავათიანი პირობებით შეეძლებათ.
2010-05-19 - პრეზიდენტის გადაწყვეტილება
მუხრან მაჭავარიანის გულის შეტევით უეცარი სიკვდილის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. მან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს ყველა საჯარო დაწესებულებაში გულის ხელოვნური მასაჟის აპარატის შეტანა დაავალა. პროგრამის განხორციელება უახლოეს თვეებში დაიწყება. პრეზიდენტის განცხადებით, საქმიანობაში საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ჩაერთვება, ვინაიდან მას ამ მიმართულებით გამოცდილება აქვს.
2010-05-19 - ''გზა დაბრუნებისა...''
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 17-19 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთობლივ პროექტს - "დაბრუნება საქართველოში" ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის თავიანთი სამშობლოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
16 მაისს თბილისში 23 უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენი ჩამოვიდა.
2010-05-19 - გამარჯვება ვუსურვოთ!
25, 27 და 29 მაისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში - ტელენორ არენაზე, "ევროვიზია 2010" გაიმართება. შეგახსენებთ, რომ წელს კონკურსში 38 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
"ევროვიზიის" ფინალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ...
2010-05-19 - დახურული პანთეონი მუხრან მაჭავარიანისთვის გაიხსნა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდაზე დაკრძალავენ. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ოთარ ჭილაძის დაკრძალვის შემდეგ დაიხურა, ვინაიდან იქ, პრაქტიკულად, ადგილი აღარ დარჩა, თუმცა მუხრან მაჭავარიანის დაკრძალვასთან დაკავშირებით, მერიამ გამონაკლისი დაუშვა.
"საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ისეთი გამორჩეული პოეტისა და საზოგადო მოღვაწისთვის, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ეროვნული მოძრაობა, ქართული ლექსის სხვა სიმაღლესა და რანგში აყვანა, უნდა გამოინახოს ადგილი მთაწმინდაზე.
2010-05-18 - ცხრა მუზის ცხრა მუზეუმი
ზევსისა და მნემოსინეს საიდუმლო კავშირის შედეგად, სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებით დაჯილდოებული ცხრა ქალიშვილი დაიბადა. ეს მუზა-ქალღმერთები - პოეტთა შთაგონების წყარონი, პარნასზე ცხოვრობდნენ. მუზებს თავიანთი ტაძრები სჭირდებოდათ და გაჩნდა "მუზეუმები."
ცხრა მუზის ცხრა მუზეუმი სამყარომ არ იკმარა და დღეს კაცობრიობას შეუძლია უამრავ შესანიშნავ მუზეუმში ეზიაროს მშვენიერებას. მუზეუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კულტურის განვითარებასა და მისი აკადემიური გემოვნების ჩამოყალიბებაში.
2010-05-18 - ის... რასაც წიგნის სიყვარული ჰქვია
წიგნის გარეშე ცხოვრება, რომ ძალიან ძნელია, ვფიქრობ ეს უკვე მსოფლიო ახალგაზრდობამ კარგად გააცნობიერა, წიგნს ამქვეყნად ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავად ჩვენი საყვარელი კომპიუტერებიც კი...
მომავალ თაობას წიგნის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად უნდა ეჩვენოს, ამისთვის საჭიროა ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, ვფიქრობ, წიგნს ადამიანი ბავშვობიდან უნდა გაეცნოს და დაუმეგობრდეს. დიახ, ყოველთვის გიყვარს მხოლოდ ის, რაც იცი...
2010-05-18 - გარდაიცვალა მუხრან ბატონი
მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა, საქართველო მუხრან ბატონის გარეშე დარჩა და მე არ ვიცი, ვინღა შეგვახსენებს ქართველებს, რომ... საშველი არ უნდა მოგვცეს მამულზე ფიქრმა...
2010-05-17 - ''ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად''
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროექტ - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, კანადურ კომპანიასა და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა.
2010-05-17 - ''ჩემი პატარა პატარძეული...''
გიორგი ლეონიძე - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი - საგარეჯოს რაიონის, სოფელ პატარძეულში დაიბადა.
გოგლა ნამდვილი სახალხო პოეტი იყო. საამაყოა, რომ ქართველებს ერთ საუკუნეში ღმერთმა გალაკტიონი და გოგლა ლეონიძე გვაჩუქა.
2010-05-17 - ''ბიზნესი თქვენს სამშობლოში...''
17-19 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთობლივ პროექტს - "დაბრუნება საქართველოში" ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის თავიანთი სამშობლოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
2010-05-14 - პრესრელიზი
17-19 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთობლივ პროექტს - "დაბრუნება საქართველოში" ახორციელებს.
2010-05-14 - 88-ე წლისთავი
დღეს 14 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსებიდან 88-ე წლისთავი შესრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, აკადემიის საგამოფენო დარბაზში "აკადემია ჰოლი" გაიხსნება, გარდა ამისა, პიერ ჰესლერის ხელოვნების ფონდსა და სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდება.
2010-05-14 - 21-ე საუკუნის აღმოჩენა
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს, გალაკტიონ ტაბიძის ძმის შვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ ტაბიძემ გალაკტიონის უცნობი ფოტოები გადასცა. გალაკტიონის ეს ფოტოები 21-ე საუკუნის აღმოჩენად აღიარეს.
2010-05-14 - '' მეფისა მზის თამარისა...''
დღეს 14 მაისია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთა მეფის თამარის ხსენების დღეს - თამარობას აღნიშნავს. იმ თამარ მეფის რომლის შესახებაც დიდმა რუსთაველმა ''მეფისა მზის თამარისა'' ბრძანა და მას აქეთ, თამარ ''მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი,'' ჩვენთვის ქართველებისთვის მხოლოდ სამყაროს ზეციურ მნათობთან - მზესთან ასოცირდება.
2010-05-14 - გილოცავთ ამაღლებას!
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქართულ დიასპორასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
2010-05-13 - ბრწყინვალე წარსული
დღეს 13 მაისს, 29 წელიწადი შესრულდა მას აქეთ, რაც ვიტალი დარასელიასა და ვლადიმერ გუცაევის მიერ დიუსელდორფში, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო გუნდის - გერმანიის "კარლ ცაისის" კარში გატანილი გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
2010-05-13 - ''ესე იესო ამაღლდა ზეცად''
ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო ქრისტე მოწაფეებს ეცხადებოდა და მათ „სასუფევლის საიდუმლოებებს" ასწავლიდა...
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ ისინი ელეონის მთისკენ წაიყვანა, შემდეგ ხელები ზეცად აღაპყრო და შეკრებილნი აკურთხა... კურთხევის დროს მაცხოვარი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
2010-05-11 - ''ევროპის დღე საქართველოში''
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ქართულმა დიასპორამ საკმაოდ მასშტაბურად აღნიშნა ''ევროპის დღე''...
2010-05-11 - უფალი სიყვარულია თავად...
გილოცავთ!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა ჩვენმა - იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა საქადაგებლად წილი ყარეს, ივერიის მოქცევა ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, მაცხოვარმა ქართლად შესვლა წმიდა ანდრიას მოუწოდა, ყოვლადწმიდა ქალწულმა კი თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა და აკურთხა.
2010-05-10 - 9 მაისი დევნილი ვეტერანებისთვის
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა და რესტორან "კრწანისში" უმასპინძლა.
2010-05-10 - მეოთხე წელია, რაც...
დოიჩე ბანკმა თიბისი ბანკი, სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით მეოთხეჯერ დაასახელა საუკეთესო ბანკად და ,,2009 USD STP Excellence Award" სერტიფიკატი გადასცა.
2010-05-10 - თეატრალური ბიენალე
26 მაისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე მიემგზავრება, რომელიც მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება.
2010-05-10 - ''პარიზი. ხატი. თოვლი სამეგრელოში.''
ჩვენ ქართველები იმდენად განებივრებულნი ვართ გენიოსების უკვდავი ქმნილებებით, ჩვენ რომელთაც გვყავდა რუსთაველი და გალაკტიონი, ნიკო ფიროსმანი თუ გუდიაშვილი, გენიალური ხელოვნება იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს, რომ უკვე აღარ გვიჭირს ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშების შაბლონისგან გარჩევა... ისინი კი ვინც ამ ხელოვნებას ქმნიან დღესაც დადიან თბილისის ქუჩებში, დღესაც გვაზიარებენ იმ სილამაზეს, რაც სავარაუდოდ, მომავალი თაობის სრულ აღფრთოვანებას გამოიწვევს...
2010-05-07 - შეხვედრა იაპონიის ელჩთან
დღეს 7 მაისს, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაიასა და საქართველოში იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარას შეხვედრა შედგა.
იაპონიის ელჩმა სახელმწიფო მინისტრს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.
2010-05-07 - ''ბგერა, მუსიკა, ფსიქოლოგია''
თბილისელებს ის "მამუკა ბერიკად" ახსოვთ, ახსოვთ რადიო 96, რადიო "აუდიენცია..." ახლა მამუკა ბერიკაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენელი გახლავთ და მისი ნიჭის რეალიზება ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება. საინტერესოა, როგორ ცხოვრობს და რას მოღვაწეობს მამუკა ბერიკა ამერიკაში?
2010-05-07 - გიორგობას გილოცავთ!
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართულ დიასპორასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
2010-05-07 - ''ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქუჩა...''
ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ახლახან რომის ცნობილ ვილა ბორგეზეში, შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა.
ამ ბიუსტის ასლმა, აწ უკვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა დაამშვენა. შეგახსენებთ, რომ იგი ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილმა - გურამ ნიკოლაძემ ჩამოასხა. ძეგლი მოპირკეთებულია ბრინჯაოთი...
2010-05-07 - ქართული პავილიონი კანში
კანის 63-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე - "Marché du Film," წელს ქართული პავილიონი დაიდგმება.
10 მაისს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და კინოცენტრის სხვა წარმომადგენლები საფრანგეთში გაემგზავრებიან. პროექტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი კანში წარმოადგენს პავილიონს, პოტენციურ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწოდებს საქართველოს შესახებ, ქართული კინოს არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებს გააცნობს...
2010-05-07 - ''BatumiExpo 2010''
დღეს 7 მაისს, ბათუმში მესამე საერთაშორისო გამოფენა "BatumiExpo 2010" გაიხსნება. გამოფენა ევროპის მოედანზე მოეწყობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები (სოფლის მეურნეობა, ავიოკომპანიები, სასტუმრო ქსელები და სხვ.)...
2010-05-06 - ბაიდენი საქართველოს შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი "ინთერნეიშელ ჰერალდ ტრიბუნში" გამოქვეყნებულ წერილში წერს:
"რუსეთ-საქართველოს ომმა დაგვანახა, რომ ევროპაში არსებული უსაფრთხოების სისტემის მიმართ თვითკმაყოფილი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს."
2010-05-06 - Premio Roma
კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურად ტარდება კონკურსი იტალიის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდია - Premio Roma-ს მოსაპოვებლად.
2010-05-06 - ახალი პროექტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და Surpass tecnology AG - ის მთავარ აღმასრულებელ, ბატონ გიორგი კავკასიძეს (შვეიცარია, ჰიუნენბერგი) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
2010-05-06 - პოლიციის პროფესიული დღე
საქართველოს ხელისუფლებამ 6 მაისი პოლიციის პროფესიულ დღედ გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართება. აღლუმში მონაწილეობას შინაგან საქართველოს საქმეთა სამინისტროს ოთხი ათასამდე თანამშრომელი მიიღებს.
2010-05-06 - ''საქართველო ღვინის სამშობლო''
ვაზი საქართველოს ერთგვარი სიმბოლოა, როგორ არ ეფერება ქართველი კაცი ვაზს და ღვინის დაყენება ხომ ნამდვილი რიტუალია ჩვენთვის.
6-7 მაისს ვაზისა და ღვინის ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, ქართული ღვინის მესამე ეროვნული კონკურსი "საქართველო ღვინის სამშობლო" ჩატარდება.
2010-05-06 - ''მართალთა მწედ არი...''
"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი..."
დიახ! როდესაც ქართველი წმინდა გიორგის, უძლეველი ზეციური მხედრის ხატთან ლოცულობს, სული მისი განსაკუთრებული სიმხნევით ივსება. თეთრ ცხენზე ამხედრებული ღვთიური რაინდის ფეხთქვეშ გართხმული ურჩხული ჩვენი ქვეყნის - "გეორგიას" უკვდავებაში არა მხოლოდ ქართველებს გვარწმუნებს, არამედ მთელ სამყაროს...
2010-05-05 - ''შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი''
1932 წელს, როდესაც პაბლო პიკასო მარია-ტერეზა ვოლტერიას ხატავდა ალბათ, ვერც კი წარმოედგინა, რომ მის მიერ შესრულებული ნამუშევარი, რომელსაც "შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი" დაარქვა, სამყაროს გააოცებდა. არა იმიტომ, რომ პიკასოს...
2010-05-05 - ''ქართული სული''
შეგახსენებთ რომ, საქართველოში ფესტივალი "ქართული სული" მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში გალერეა "ჰობში" თენგიზ მირზაშვილის ნახატები გამოიფინება.
7 მაისს ჩატარდება ღონისძიება "აკაკი - 170 წლისთავი," ანუ აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა და პოეზიის საღამო.
2010-05-05 - ''მხოლოდ ფერები...''
დღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქართველი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეწვია. საინტერესოა, რას სთავაზობს გოგა ჩანადირი ქართულ დიასპორას?!
2010-05-04 - ინგილო აბიტურიენტებისთვის
საინგილოდან ჩამოსული აბიტურიენტები საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასარიცხად ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ.
2010-05-04 - კვლავ ''პაემანი ვერაზე''
30 წლის წინ თბილისში პირველი პაემანი შედგა - ვერაზე. ვინც გიზო ნიშნიანიძის 30 წლის წინ ვერაზე დანიშნულ პაემანზე მივიდა და მივიდა თითქმის მთელი თბილისის მოსახლეობა, დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებს ფილარმონიის გადაჭედილ დარბაზს...
2010-05-04 - თანამშრომლობა ლუბლიანას უნივერსიტეტთან
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა ისტორიისა და არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, რომლის მიზანია, არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის შესწავლა. პროექტი ითანამშრომლებს პოლონეთის ლუბლიანას უნივერსიტეტთან.
2010-05-04 - ''პატივი... მშვენიერ ერს...''
გუშინ პოლონეთის კონსტიტუციის დღეს, თბილისში შავი ზღვის ქუჩას, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი მიენიჭა და შესაბამისი აბრა გაიხსნა.
2010-05-03 - ''ოშკთან'' დაკავშირებით
ოშკის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების მეათე საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი ტაო-კლარჯეთშია აგებული და ერთ დროს ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო... დღეს ოშკის სამონასტრო კომპლექსი მძიმე მდგომარეობაშია...
2010-05-03 - რომან ხერხეულძე, სიმღერა და ''ანაბანა...''
რომან ხერხეულიძე თბილისში ვერაზე დაიბადა, 51-ე სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საესტრადო მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო, რომლის დირექტორიც გივი სერგია გახლდათ, შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში მოეწყო, მუსიკა, სამსახიობო ხელოვნება და სპორტი აინტერესებდა...
2010-05-03 - პრესის თავისუფლების დღე
1991 წლის 3 მაისს, აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში, რეგიონალურ სემინარიაში მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას ეხებოდა.
2010-05-03 - ''თაღებმა კამარა შეკრეს...''
1893 წლის 3 მაისს აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა... ალბათ, სწორედ მაშინ საქართველოს ცაზე "თაღებმა კამარა შეკრეს..." ვინაიდან, საქართველოს მოევლინა დიდი მწერალი, არაჩვეულებრივი მთარგმნელი, ჭეშმარიტად ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მამა.
2010-04-30 - ''ჰერეთის დღეები''
2010 წლის 28 აპრილს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ `ჰერეთის დღეების~ ფარგლებში ჰერეთის ისტორიის საკითხებზე პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
2010-04-30 - ქართული არმიის 19 წლის იუბილე
დღეს ქართული არმია 19 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ქვეყნის თითქმის ყველა სამხედრო ბაზას ეწვევა და სამხედროებს ქართული არმიის დაარსების დღეს მიულოცავს.
2010-04-30 - ბრწყინვალე ''ცისფერი მთები...''
რეზო ჭეიშვილი იმ მწერალთა კატეგორიას ეკუთვნის, რომლის შემოქმედებისთვის ვფიქრობ, ჯერ ჯეროვანი პატივი არ მიუგია ქართველ ხალხს, ანუ ჩემი აზრით დადგება დრო, როდესაც ჩვენ სიამაყით ვიტყვით, რომ გვყავს ისეთი დიდი მწერალი, როგორიც რეზო ჭეიშვილი ბრძანდება ...
2010-04-30 - მისი ფასდაუდებელი ღვაწლი
დღეს კორნელი კეკელიძის დაბადების დღეა. კორნელი კეკელიძე სწორედ იმ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა კატეგორიას ეკუთვნის, რომლის გარეშე, წარმოუდგენელია ზოგადად ქართული ფილოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორიოგრაფია.
2010-04-29 - ბრძოლით მოპოვებული სიმშვიდე
შალვა თევზაძე თურქეთში დაიბადა, ტაო-კლარჯეთის მკვიდრია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ისტორიული ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ. ბატონი შალვა უკვე 45 წელიწადია, რაც შვედეთში ცხოვრობს.
2010-04-29 - ''ვარსკვლავის'' ლაურეატები
2008 წელს, ცნობილმა შვეიცარიელმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა და ქართველმა პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოცეკვავეებისთვის (25 წლამდე), საერთაშორისო პრემია "ვარსკვლავი" დააარსეს...
2010-04-29 - ''პარიზის პანორამა''
"პარიზის პანორამა" გიგანტური ფოტოა. იგი ფრანგმა ფოტოგრაფმა არნო ფრიშმა შექმნა. "პარიზის პანორამას" მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოს ტიტული მიენიჭა, მისი ციფრული მოცულობა 26 გეგაპიქსელია. ანუ, თუ თქვენ გაინტერესებთ, დაახლოებით რამდენია ეს 26 გეგაპიქსელი, ორი საფეხბურთო მოედანი უნდა წარმოიდგინოთ!
2010-04-28 - ''ჩვენი ფიქრები შენთან არს...''
16 წლის ამირანის (ამინ რაჰიშის) წერილი ფერეიდანიდან
საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, იცი ჩვენ სად ვართ? ჩვენ შენგან შორს ვართ, მაგრამ შენ ჩვენს გულებში ხარ და ჩვენი ფიქრები შენთან არს. ჩვენი, ფერეიდნელების დედა ენა ქართულია, ჩვენ, ფერეიდნელი ქართველები 400 წელია, რაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ...
ჩვენმა პაპებმა ვაჟკაცურად შეინარჩუნეს ქართული ენა... ჩვენო სამშობლოვ, ჩვენ ჩვენი დედა ენა ძალიან გვიყვარს და ღვთის წყალობით, ეს ენა იქნება მარადიული...
2010-04-28 - გზა ბერკლისკენ
1945 წელს ამერიკის ქალაქ ბოსტონში ბერკლის სამუსიკო კოლეჯი დაარსდა. თანამედროვე მუსიკის მიმართულებით, ბერკლის კოლეჯი საუკეთესოა, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს გახლავთ უზარმაზარი სასწავლებელი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მუსიკოსებს მიიღონ ჯაზისა და როკმუსიკის შესრულებისთვის აუცილებელი ცოდნა.
2010-04-28 - უვიზო მიმოსვლა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ერთდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და იორდანიას შორის მიმოსვლის გამარტივების თემაც განიხილებოდა...
2010-04-28 - არჩევნები პოლონეთში
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 20 ივლისს გაიმართება. ქვეყნის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმა - იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს...
2010-04-27 - ''სამოსელი პირველი''
საინტერესოა, რა ხდება იმ კომპანიაში, რომელსაც ასეთი თამამი, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი რომანის "სამოსელი პირველის," სახელი უწოდეს.
კომპანია "სამოსელი პირველი" მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს სთავაზობს. იგი 2009 წლიდან არსებობს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კავკასიის ხალხთა სამოსის დამზადების ტრადიციის აღდგენა, პოპულარიზაცია გახლავთ. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს წამყვან საეკლესიო და საერო სახელოსნოებთან...
2010-04-27 - პრესრელიზი
2010 წლის 28-29 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თსუ-ს თვითმმართველობისა და ახალგაზრდა ჰერელთა ასოციაციის ორგანიზებით - ,,ჰერეთის დღეები" გაიმართება...
2010-04-27 - ''ქართული სული''
ფესტივალ "ქართული სულის" ისტორია 2004 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მას აქეთ იგი ყოველ წელიწადს იმართება, ანუ ტრადიციად იქცა - გაზაფხულზე აღზევება ქართული სულისა.
დღეიდან 28 მაისის ჩათვლით "ქართული სული" ფესტივალს გამართავს...
2010-04-26 - ვიზიტი იორდანიაში
დღეს 26 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში გაემგზავრა.
იგი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს - სამირ რიფაის, აგრეთვე იორდანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება...
2010-04-26 - ''დიდი ბახის'' იუბილე
სამყარო წარმოუდგენელია იოჰან სებასტიან ბახის ღრმა, დიდებული და თითქოსდა სადღაც, ზეცაში აღმავალი მუსიკის გარეშე.
ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორისა და ორგანისტის მუსიკა, თითქმის ყველა მუსიკოსის შთაგონების წყარო იყო და დღემდე რჩება. მსოფლიო მუსიკალურმა სამყარომ იოჰან სებასტიან ბახი "დიდი ბახის" ტიტულით შეამკო...
2010-04-23 - წერილი მინისტრს
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ბატონ მირზა (პაპუნა) დავითაიას, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართვ
