ექსპრდიცია ტაო-კლარჯეთში
მიმდინარე წლის 30 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია თურქეთის რესპუბლიკაში, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთ-ერუშეთში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკის ამ რეგიონებში ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამის" პროექტი, - ექსპედიცია, რომლის მიზანია ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-ერუშეთის კულინარიული ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, თუ რამდენადაა შენარჩუნებული ძველი ქართული ტოპონიმები კერძების დასახელებაში, რა სახით დამკვიდრდა ქართული ტრადიციული კერძები თურქულ სამზარეულოში, რა როლი ითამაშა კულინარიამ ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
02.09.2010
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თხოვნით, ამა წლის 27 აგვისტოს, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღს და თეთრ დარბაზს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა. მოვლენებს, რომლის საპატივსაცემოდაც დარბაზს ეს სახელი ეწოდა, საქართველოსთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია სწორედ ამ დარბაზში გამოაცხადა.
27.08.2010
განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (მის: ქ. თბილისი ინგოროყვას ქ. #7) აცხადებს აუქციონს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების მიზნით
22.06.2010
დიასპორა ქართული ფეხბურთისათვის
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ფეხბურთელთა მოძიებას (15,16,17 წლის ასაკობრივ კატეგორიებში) და შემდგომში მათ მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში.
14.06.2010
''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი) "მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული, ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება." მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..." ამ სიყვარულს ადამიანი შეიცნობს, იგი უკვე მუდამ სულგანაბული ადევნებს თვალ-ყურს მამულის ძარღვის ცემას...
09.06.2010
''მხოლოდ უცრემლოდ...''
მელიტა გალიეს ნაამბობი ალბათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მცხოვრები ქალბატონი მელიტა გალიე (როტვან) ქართული დიასპორის წარმომადგენლად უკვე აღარ ითვლება, ვინაიდან იგი პარიზში დაიბადა, გაიზარდა და ოთხი ფრანგი ვაჟის დედა გახლავთ. აი, მისმა დედამ - ლიდია როტვანმა, კი საქართველო 5 წლის ასაკში იძულებით დატოვა. ლიდია როტვანი იმ უმშვენიერესი მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი გახლავთ, რომელიც დიდი ილია ჭავჭავაძის ნათლული იყო და რომლის შესახებაც ტიციან ტაბიძე წერდა:
09.06.2010
''მას აქეთ რაკი...''
დიასპორის დღე 2010 (რეპორტაჟი) "მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული, ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება." მაშინ როდესაც, ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები დაწერა, მცნება "ქართული დიასპორა" არ არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გრძნობებს სწორედ ეს ილიასეული სტრიქონები ასახავს. ქართული დიასპორა განმსჭვალულია საქართველოს გაცნობიერებული სიყვარულით და "მას აქეთ რაკი..." ამ სიყვარულს ადამიანი შეიცნობს, იგი უკვე მუდამ სულგანაბული ადევნებს თვალ-ყურს მამულის ძარღვის ცემას...
08.06.2010
''სხვისი და ჩემი მხარე''
უცნაურია ქართული ხასიათი... ქართველებს უჭირთ ემიგრაციაში ყოფნა და ისინი ლექსებს წერენ. დროთა განმავლობაში, ჩვენ თვალწინ შეიქმნა ქართული დიასპორული პოეზია, რომელიც ერთი მხრივ, ნოსტალგიით არის გაჯერებული, მეორე მხრივ, კი საოცრად ოპტიმისტურია, აღარაფერს ვამბობ, იმ პატრიოტიზმის შესახებ, რომელიც ემიგრანტ ქართველში განსაკუთრებული სიმძლავრით იფეთქებს ხოლმე. ჩვენი თანამემამულეები საკუთარ ლექსებს გვიგზავნიან გამოცემული კრებულებისა და ხელნაწერების სახით...
08.06.2010
დიასპორის დღის შესახებ
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ახლახან ჩაატარა ღონისძიება "დიასპორის დღე 2010." ვგონებ, ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, თუ რას ფიქრობენ, რას გვწერენ ამ ღონისძიების შესახებ ფორუმის მონაწილე ჩვენი თანამემამულეები. გთავაზობთ, ერთ-ერთ წერილს: მივმართავ ჩემს თანამემამულეებს, ფორუმის ორგანიზატორებს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, აპარატის ყველა თანამშრომელს.

07.06.2010