ႮႨႰႥႤႪႨ ႰႤႱႮႳႡႪႨႩႨႱ ႣႠႰႡႠႦႨ

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თხოვნით, ამა წლის 27 აგვისტოს, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღს და თეთრ დარბაზს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა. მოვლენებს, რომლის საპატივსაცემოდაც დარბაზს ეს სახელი ეწოდა, საქართველოსთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია სწორედ ამ დარბაზში გამოაცხადა.

2010-08-27

ႫႨႬႨႱႲႰႨႱ ႫႨႱႠႪႫႤႡႠ

პასპორტის მიღების გამარტივებული რეჟიმი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საზრვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სახელზე პასპორტის გაცემისათვის დანერგა ახალი მომსახურების სერვისი, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებს რომელთა სახელზეც უკვე გაცემულია პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ეძლევათ საშვალება დანიშნონ წარმომადგენელი და მისი საშვალებით მიიღონ ახალი პასპორტი (დაკარგულის,დაზიანებულის ან ვადაგასულის ნაცვლად), ამისათვის საჭიროა...

 

03.09.2010

დაწვრილებით

ექსპრდიცია ტაო-კლარჯეთში

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია თურქეთის რესპუბლიკაში, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთ-ერუშეთში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკის ამ რეგიონებში ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამის" პროექტი, - ექსპედიცია, რომლის მიზანია ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-ერუშეთის კულინარიული ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, თუ რამდენადაა შენარჩუნებული ძველი ქართული ტოპონიმები კერძების დასახელებაში, რა სახით დამკვიდრდა ქართული ტრადიციული კერძები თურქულ სამზარეულოში, რა როლი ითამაშა კულინარიამ ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.

 

02.09.2010

დაწვრილებით

ქართული ბიზნესის დესპანები

14 ივლისს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

 

14.07.2010

დაწვრილებით

შეხვედრა ესპანელ ბიზნესმენებთან

13 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ესპანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ხუან კობოსს, ნაზარიო ორდონეზს და რაფაელ გომეს სანჩესს შეხვდა.

 

13.07.2010

დაწვრილებით

დიასპორა ქართული ფეხბურთისათვის

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ფეხბურთელთა მოძიებას (15,16,17 წლის ასაკობრივ კატეგორიებში) და შემდგომში მათ მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში.

 

14.06.2010

დაწვრილებით

ქართული ჩოხები ქართულ ანსამბლებს!

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 23 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ ხელი მაწერეს პროექტს - კულტურის სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

 

28.05.2010

დაწვრილებით

27 მაისი

"საქართველოს მოქალაქის სტატუსი დღესვე მოგენიჭებათ..." საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 26-27 მაისს, მსოფლიოს 25 ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიასპორის დღის აღსანიშნავად თბილისში შეიკრიბნენ.შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის სხვა წევრებს შეხვდნენ.

 

28.05.2010

დაწვრილებით

შეხვედრა პარლამენტში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების შემდეგ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, პარლამენტის პირველ რესპუბლიკურ დარბაზში, შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა. შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ გახსნა."მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის ყველა წევრს მოწვევისთვის. ვინაიდან, ჩვენ მოგვეცა საშუალება ერთად შეკრებისა პარლამენტში და საუბარი ქართული დიასპორის პრობლემებთან დაკავშირებით." - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

26.05.2010

დაწვრილებით

დიასპორის დღე 2010

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წელი საქართველოში დიასპორის წლად, 27 მაისი კი „ქართული დიასპორის დღედ" გამოცხადდა, მას აქეთ ყოველ 27 მაისს აღინიშნება "დიასპორის დღე," ანუ "დიასპორის დღის" აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცა და მისი ორგანიზატორი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია.დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუწყებთ, რომ წელს თბილისს ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი ეწვევა.

 

26.05.2010

დაწვრილებით

''თავისუფლება ყველასთვის ძვირფასია...''

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს ულოცავს ქართულ დიასპორას: 26 მაისი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია - სწორედ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა! 26 მაისი ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის, საქართველოს ერთიანობის, მისი დიდებული მომავლის სიმბოლოა.

 

25.05.2010

დაწვრილებით