ქართული დიასპორა

ქართველთა განსახლება

არაოფიციალური მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში წასულთა სავარაუდო რაოდენობა 30.000-დან 100.000-მდე მერყეობს. მათ 85-90% ქალები შეადგენენ, რომელთა უმრავლესობაც არალეგალური სტატუსით მეორად სამსახურებში, ანუ ძიძებად და მომვლელებად მუშაობენ.
ნიუ-იორკში ქართველთა რაოდენობა ზუსტი მონაცემი არ არსებობს. სავარაუდოდ ციფრია 70 000. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების უმეტესობა სწორედ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია კონცენტრირებული. აქედან ძირითადი ნაწილი ქალბატონები არიან, რომლებიც თავს და საქართველოში დატოვებულ ოჯახებს მძიმე შრომით ინახავენ. ისინი, ძირითადად, ამერიკელთა ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ. Aმათ უმეტესობასთან კავშირი ფაქტიურად არ არის და არალეგალური სტატუსის გამო რთულია მათი თავმოყრა.
სან-ფრანცისკოში ქართველ ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მუშაობს. დაარსებულია ქართველთა მცირერიცხოვანი სათვისტომო, რომლის ძირითად ნაწილს 1993 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებული ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები შეადგენენ. ნაწილი მეცნიერების, კულტურის, სპორტის, მცირე ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს, ნაწილი კი, დროებით სამუშაოზეა დაკავებული.


ქართული დიასპორის ორგანიზაციები

კომპანია „Studio STVR''

კომპანია „Studio STVR''-ი პროფესიონალური აუდიო-ვიდეო სტუდია 2000 წელს ქალაქ ნიუ-იორკში დაფუძნდა და აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს ემსახურება (www.studiostvr.com). შემოქმედებითი კომპანია „Studio STVR"-ის დამფუძნებლები არიან ბატონი შოთა და ქალბატონი თამრიკო დავითაშვილები (www.tamrikodavitashvili.com). ქალბატონი თამარი (კომპანიის ერთ-ერთი წევრია) საქართველოდან 1998 წელს წავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა, სადაც როგორც მუსიკოსმა და მომღერალმა გააგრძელა თავისი მოღვაწეობა. 2008 წელს ნიუ-იორკში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე "Women of the Year" ქალბატონი თამარი ნომინაციაში „თავისი ქვეყნის ხელოვნების პოპულარიზაციისათვის" დაჯილდოვდა( წლის ქალის ჯილდო), ხოლო კონკურსზე "Big Apple Music Awards" მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში „Woman In The Arts".
კომპანია „Studio STVR"-ს ბაზაზე მოღვაწეობს ქართული ცეკვის ანსამბლი "არგო", რომელსაც გალა და სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ნიუ-იორკსა და აშშ-ს სხვა ქალაქებში. თამრიკო დავითაშვილმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საქალაქო ღონისძიებებში და ნიუ-იორკ შტატის სახელმწიფო ასამბლეისგან მადლობის წერილები დაიმსახურა.
სტუდიასთან აგრეთვე ჩამოყალიბებულია საბავშვო ვოკალური ანსამბლი "თამარიანი", რომელიც პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ, არამედ ამერიკელ მაყურებლებში. 2009 წლის 15 ნოემბერს ანსამბლმა თამარ დავითაშვილთან ერთად, მის მიერ შექმნილ კომპოზიციით "Georgia" მონაწილეობა მიიღო "Big Apple Music Awards"-ზე, სადაც საპატიო ჯილდო მოიპოვა.
2010 წლის 25 აპრილს "თამარიანი" ნიუ-იორკის მაყურებლის წინაშე წარმატებით წარსდგა პირველი სოლო კონცერტით. კონცერტს ესწრებოდნენ ნიუ-იორკში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც კომპანიას და თამარ დავითაშვილს სპეციალური სიგელი - "ქართველ ახალგაზრდებზე ზრუნვისთვის" გადასცეს. შემოქმედებითი კომპანია STVR-ი 29 მაისს ვოლსტრიტზე ქართული დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიალის ერთ-ერთი ორგანიზათორი გახლავთ. აგრეთვე 29 ოქტომბრს "თბილისობა ნიუ-იორკში" და ფესტივალის "GEORGIANS IN USA" ორგანიზატორია.
"საქართველოს ასოციაცია"

აშშ-ში არსებული ქართული დიასპორების სტრუქტურა და შემადგენლობა - სხვადასხვაგვარია. ყველაზე ძველი მათ შორის არის "საქართველოს ასოციაცია" -"Georgian Association", რომელიც 1932 ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრების მიერ წელს იქნა დაარსებული.

1931 წ. აშშ-ში ქართული სათვისტომოს დაარსების ორგანიზატორებს შორის აღსანიშნავია თავადი გიორგი მაჩაბელი და პავლე კვარაცხელია, რომელიც სათვისტომოს პირველი თავმჯდომარე იყო. გიორგი მაჩაბელი პარფიუმერული ფირმის "Prince Machabeli" - ს დამაარსებელი მილიონერი იყო. დღეს ასოციაციას ბ-ნი მამუკა წერეთელი ხელმძღვანელობს, სათაო ოფისი, კოლუმბიის ოლქში, ვაშინგტონში მდებარეობს. "საქართველოს ასოციაციის" წარმომადგენლობა ნიუ იორკშიც არის, რომელსაც სათავეში ბ-ნი შალვა სარუხანიშვილი უდგას. აღმასრულებელი დირექტორია - მაკა გაბელია.

"ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო"

"ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო"-ს (America-Georgia Business Council , http://www.agbdc.com) აღმასრულებელი დირექტორია მამუკა წერეთელი. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვასა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას.

"ამირანი"

ნიუ იორკის საზოგადოება "ამირანი" ქ-ბ ელისო წიკლაურის თაოსნობით, ძირითადად, სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენელ ქართველ თანამემამულეებს - სახელოვან ქალბატონებს აერთიანებს.

"თვისტომი"

ნიკოლოზ ჩხეიძე, ხელმძღვანელობს ნიუ იორკის დიასპორულ გაერთიანება "თვისტომს", რომელიც 1000-ზე მეტ ქართველს, ძირითადად, ქალებს აერთიანებს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ისინი არიან მომვლელები, ძიძები და ა.შ. ნიკოლოზ ჩხეიძეს აგრეთვე შექმნილი აქვს სამედიცინო მომსახურების ფირმა, სადაც ქართველებს ფაქტიურად სიმბოლიურ ფასად და ხშირ შემთხვევაში უფასოდაც მკურნალობენ.

"გელანი"

ასევე ნიუ იორკში, ქუინსში, მოქმედებს ქართული ორგანიზაცია საპროდიუსერო ცენტრი - "გელანი", რომელსაც გელა და ნიკოლოზ გელაშვილები ხელმძღვანელობენ. მათი ვებ-გვერდია: http://www.gelanyusa.com/, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩაირთო და ფუნქციონირებს ქართული რადიო.
მათი თაოსნობით ბევრი კეთილი ეროვნული საქმეა წამოწყებული, მათ შორის "ქართული რთველი ამერიკაში", ლანკასტერში, პენსილვანიის შტატში უკვე ორჯერ ჩატარდა. ყურძნის დაკრეფა-დაწურვაში ქართველებთან ერთად ამერიკელებიც სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას.

,,კვალი''

ბ-ნი შოთა ვაშაკიძე 25 წელია აშშ-ში მოღვაწეობს. იგი ქართული სათვისტომო ,,კვალის'' თავმჯდომარეა. კოორდინირებას უწევს ქართველ მეცნიერებს და ხელს უწყობს საქართველოსთან კავშირის დამყარებაში.
ბ-ნი შოთა ვაშაკიძე ბოლო 4 წელია სანახევროდ საქართველოშიც მოღვაწეობს, სახელდობრ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დააარსა სამეცნიერო ცენტრი ,,კვალი'', რომელიც საქართველოდან აშშ-ში აგზავნის ნიჭიერ, წარჩინებულ სტუდენტებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ცენტრმა ამერიკაში 75 სტუდენტი გააგზავნა. ,,კვალს'' საქართველოში ამერიკის საელჩოსთან ერთად რამდენიმე პროექტი აქვს. სათვისტომო გამოსცემს ინტერნეტ-გაზეთს: http://www.kvali.com;

"საქართველოს ამერიკელი მეგობრები''

ასოციაცია: "საქართველოს ამერიკელი მეგობრები''-ს (" American Friends of Georgia"), თავმჯდომარეა - ბატონი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი.
(სიკო სიდამონ-ერისთავი აშშ-ში 1921 წ. ჩავიდა. ქართველებთან ერთად ჩრდ. კავკასიელები შემოიკრიბა და 1937 წელს კავკასიური საზოგადოება "ალავერდი" დაარსა.

"ქართული კულტურული ჯგუფი"

"ქართული კულტურული ჯგუფი"-ის ("The Georgian Cultural Group"), პრეზიდენტია ბატონი იაკობ (იაშა) მიხელსონ-შამელაშვილი. საპროდიუსერო/კინო ჯგუფი. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
www. georgianla.com ; www.kinogeorgia.com

საინფორმაციო რესურსები

გაზეთი "მამული"
5 წელია გამოდის გაზეთი "მამული" ( http://www.mamuli.com). დამფუძნებელი და რედაქტორ-გამომცემელია მანუჩარ კაჩახიძე. საქართველოში გაზეთ "მამულს" წარმოადგენს საგამომცემლო სახლი "ასავალ-დასავალი" ლაშა ნადარეიშვილის პატრონაჟით.

გაზეთი "ერთობა"
ფილადელფიაში გამოიცემა გაზეთი "ერთობა" - www.gazetiertoba.com
რედაქტორ-გამომცემელი: ნუკრი მუმლაძე,
სარედაქციო კოლეგია: მერაბ კერვალიშვილი, სოლომონ გულისაშვილი, ია ბერიძე-კიწმარიშვილი, გიული წერეთელი, ლელა ვაშაკიძე,
გურამ სეხნიაშვილი (კანადა), ლია ხაბეიშვილი (საქართველო)
მიხეილ მუმლაძე (საქართველო).

"თბილისი - New York"
კომპანია "საქართველოს საერთაშორისო პრესის" მიერ 2008 წელს დაფუძნებული ყოველთვიური გაზეთი "თბილისი - New York".
მთ. რედაქტორი: მაია ერისთავი.
გაზეთი ბეჭდავს ობიექტურ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, პრობლემებსა და წარმატებებზე.Aაშშ-ში მისი ოფიციალური წარმომადგენელია - თამარ ფრანგიშვილი.


ქართულ-ინგლისურ ენოვანი ვებ-გვერდები:

"ბაბაჯანა" - www.babajana.com

"გოგაგგგ" (პროვაიდერული ვებ-დიზაინი, ჰოსტინგი) - www.gogaggg.com

"დესპანი" - www.despani.com

ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი აშშ-სა და კანადაში http://www.gelanyusa.com/emigrant.html
"მომსახურება 24 სთ, 7 დღე, ყველა შტატში ინდივიდუალურად და ფოსტით, სახლში მომსახურებით".
3070 Brighton 1st Street, Brooklyn, NY, 11235, USA


განათლება

ნიუ-იურკში მოქმედებს კორპორაციასთან "გრაალი-ქართული სახლი ნიუ-იურკში" არსებული ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ქართულ ენას,  ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას  სწავლობს 60-მდე ბავშვი.
ხელმძღვანელები:
ირმა გვაზავა, მაია საბანაძე, ქეთი ბერიანიძე, ხათუნა იოსელიანი, თამარ კახელაძე
ტელ.:  +1 718 375 2030 
graali@ymail.com

 რელიგია

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამერიკის ქართველობას უდიდეს სულიერ დახმარებას უწევს.
მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) დაინიშნა აშშ-ში და კანადაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად.

ამჟამად ნიუ იორკში - მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი) სწირავს.
მამა ალექსანდრეს უშუალო მცდელობით და ქართველი მრევლის შენაწირებით ნიუ-იორკში მიწის საყიდლად და ქართული ეკლესიის ასაშენებლად თანხა გროვდება. მრევლი, ძირითადად, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იკრიბება.
პირველი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიუ-იორკში 2003 წლის 28 აგვისტოს დაარსდა. ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი აქტიურად შეუდგა ეკლესიისათვის ადგილისა და შენობის საყიდლად საჭირო თანხის შეგროვებას. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) დეკანოზი მამა მიქაელი (ფოფხაძე) სწირავს ვაშინგტონის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სადაც წირვა ამერიკელი, რუსი და ქართველი მართლმადიდებლებისთვის ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე წარმოებს.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის ქართული მრევლის ვებ-გვერდი: http://mrevli.org

დეკანოზი მამა მიქაელი და მისი მეუღლე ქეთევანი წლების განმავლობაში
აქტიურად მუშაობენ "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში. თბილისში ყოფნისას შეხვდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ბ-ნ იულონ გაგოშიძეს.

ქართული დაწესებულებები

ამერიკის შტატებში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართული რესტორანი და სხვა სახის დაწესებულება:

რესტორანი "თბილისი"
811 Kings Hwy, Brooklyn, NY 11223
Tel: 718-382-6485

რესტორანი "საქართველო 21"
414 Brighton Beach ave, Brooklyn, NY 11235
Tel: 718-332-4600

ქართული პური (თონე)
265 Neptune Ave, Brooklyn, NY 11235
Tel: 718-332-8082

თბილისური ქარვასლა
1593 Rt 22 West, Watchung, NJ 07060
Tel: 347-409-7612

ახალმა ქართულმა სერვისმა www.kostaia.com - წარმატებით დაიმკვიდრა თავი საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებისათვის შეთავაზებული პროდუქტებისა და ინოვაციური მომსახურებების სინთეზით. თბილისში მათი წარმომადგენელია - მარიამ ხუციშვილი.

ისინი სთავაზობენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და ასევე უცხოელებს, მომსახურების სხვადასხვა ფორმებს საქართველოში (სარემონტო და საყოფაცხოვრებო სამუშოები, ინტერნეტ-მაღაზია, ციფრული ფოტოების ამობეჭდვა, ტურისტული მომსახურება, შეხსენებების სერვისი, მილოცვა თქვენი სახელით, საკურიერო მომსახურება). Eამ უნიკალური მომსახურების საშუალებით შესაძლებელია შეკვეთის მიცემა საქართველოში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.


მხარდაჭერა

2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში, როცა რუსეთმა საქართველოზე არნახული აგრესია განახორციელა აშშ-სა და კანადაში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქებში გაეროს, რუსეთის საელჩოსა და გენერალური საკონსულოს შენობების წინ ქართული სათვისტომოების მიერ ორგანიზებული განუწყვეტელი საპროტესტო აქციები იმართებოდა.

2008 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა ვებგვერდი http://thewaringeorgia.com/
და ცხელი ხაზი  1 212 738-9487 

ამერიკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთმა ცნობილმა წამრომადგენელმა ბატონმა სოლომონ ბაგრატიონმა ა.წ. აგვისტოში საკუთარი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანა ჰუმანიტარული დახმარება (თბილი ტანსაცმელი და ჰიგიენური მოხმარების საგნები), რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბატონ იულონ გაგოშიძის თანდასწრებით ქ. გორში ე.წ. ‘‘კარვების ქალაქის‘‘ დევნილებს გადაეცათ.