სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია

მირზა (პაპუნა) დავითაიაპირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 30 აგვისტო 1975
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე და ორი შვილი
განათლება: უმაღლესი
სასწავლებელი: ნიურნბერგის სამხატვრო აკადემია; თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კვალიფიკაცია: ფერმწერი; სამართალმცოდნე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას 7, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

შრომითი საქმიანობა:
06/2008 - საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი

06/2004 - 04/2008 - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი, მინისტრის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი.
1999 - 2002 -"Publicis MCD" (ერლანგენი), დამდგმელი მხატვარ-დიზაინერი.
1996 - 1999 -"Intermedien" (ნიურნბერგი), დამდგმელი მხატვარ-დიზაინერი.
1995 - 1995 -"Penta-TV" (ჰამბურგი), დამდგმელი მხატვარი.
1994 - 1995 - "Cartoon-Film" (ბერლინი), მხატვარი - მულტიპლიკატორი.
1993 - 1994 - საქართველოს სახელმწიფო კინოსტუდია, მხატვარი -მულტიპლიკატორი.

დამატებითი ინფორმაცია: 2007წ. - ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი.