''Uriah Heep'' თბილისში
თბილისის როკის მოყვარულებს სულ მალე სურპრიზი ელით.
19 მარტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ლეგენდარული როკჯგუფის "Uriah Heep"-ის კონცერტი გაიმართება. ყველასთვის ცნობილია, რომ "Uriah Heep" მელოდიური ჰარდროკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ასეთი კალიბრის როკჯგუფი თბილისს ჯერ არ სწვევია.
"Uriah Heep"-ის მოყვარულთათვის კიდევ ერთი საინტერესო და მოსალოდნელი სიახლე. "Uriah Heep"-ის თბილისური კონცერტი შესაძლებელია DVD-ზეც გამოიცეს. კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენის" ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ "Uriah Heep"-ის მენეჯერმა თავად შესთავაზა მათ თბილისური ვიზიტისა და კონცერტის ვიდეოვერსიის გადაღება. მასალა ბრიტანეთში გაიგზავნება, დამუშავდება სპეციალისტების მიერ გამოიცემა და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება, სახელწოდებით "Live In Tbilsi."
"ლოკომოტივ პრომოუშენში" აცხადებენ, სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში DVD აუცილებლად შეიქმნება და დისკის ყდაზე სპონსორის ლოგო განთავსდება.







