''კოლხური ცივილიზაციის ნიშნები...''

აფხაზეთიდღეს 8 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიხსნება გამოფენა თემაზე - ,,კოლხური ცივილიზაციის ნიშნები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე."
გამოფენა ,,კავკასიური სახლის" დარბაზში გაიმართება. ექსპონირებული იქნება აფხაზეთის ხედების ფოტოები და კერძო კოლექციაში დაცული რამდენიმე არქეოლოგიური ნიმუში.