ემიგრანტთა საყურადღებოდ

ლოგოსაქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 150 ემიგრანტს, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს დაასაქმებს. პროექტს 98.000 ევროთი ევროკავშირი დააფინანსებს. ფული დაიხარჯება იმ კვლევის ჩასატარებლად, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს რა პროფესიებზეა მოთხოვნა ბაზარზე და შემდეგ ამ მიმართულებით მოხდება შერჩეული მიგრანტების, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების გადამზადება. პირველი შესარჩევი ტური წეროვანში ჩატარდება.
დამსაქმებელთა ასოციაციაში უკვე დაწყებულია განცხადებების მიღება. დონორების მხარდაჭერის შემთხვევაში, პროგრამა შესაძლებელია გაფართოვდეს.