გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე

ძვირფასო თანამემამულენო,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის წერილი, სადაც გვაცნობებენ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს უნივერსიტეტი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო თარიღის აღნიშვნას გეგმავს.

 

16.07.2010

დაწვრილებით

''გადავარჩინოთ ხევსურული სახლი''

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ულამაზეს ხევსურულ სახლებს გადარჩენა სჭირდება. ამასთან დაკავშირებით საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი."გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმრავლესობა დანგრევის პირას არის.

 

10.06.2010

დაწვრილებით

11 ივნისს ბრიუსელში

11 ივნისს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. სხდომაზე ისაუბრებს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რას რასმუსენი.

 

10.06.2010

დაწვრილებით

ერთადერთი აფხაზი

გიორგი შარვაშიძე ერთადერთი აფხაზი იყო, რომელსაც 14 წლის განმავლობაში თბილისის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. დღეს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო გიორგი შარვაშიძის თბილისის გუბერნატორად დანიშვნის 131-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს მართავს. საიუბილეო საღამოზე ისაუბრებენ გიორგი შარვაშიძის მოღვაწეობის შესახებ.

 

10.06.2010

დაწვრილებით

პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დასრულდება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:"შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ მივიღე საფრანგეთისგან და პირადად ნიკოლა სარკოზისგან უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა საკითხში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით."

 

09.06.2010

დაწვრილებით

''ანტიკური კავკასიის'' პირველი ტომი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი ენციკლოპედიის "ანტიკური კავკასიის" პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს, რომელზეც საგამომცემლო პროგრამა ლოგოსის სხვა მნიშვნელოვან გამოცემებთან ერთად, ახალი ენციკლოპედიის - "ანტიკური კავკასიის" პირველი ტომის პრეზენტაცია მოხდება.

 

09.06.2010

დაწვრილებით

დღეს საფრანგეთში

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდება. საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობებს შეეხება. განიხილება მედვედევ-სარკოზის შეთანხმება. იმავდროულად, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნს შეხვდება.      

 

08.06.2010

დაწვრილებით

''ბილწთ არ შავეკვრი ზავითა...''

შეგახსენებთ, რომ იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც 2010-2011 წლებში იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მიერ აღინიშნება. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია სვეტიცხოვლის აღმშენებლობის 1000 წლისთავი (2010), ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (2010), ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი (2011).

 

07.06.2010

დაწვრილებით

''დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან...''

ჩვენ უკვე შევატყობინეთ მკითხველს, რომ 3 ივნისს "ქართული პროზის საგანძურის" მეთოთხმეტე ტომი - არჩილ სულაკაურის ნაწარმოებები გამოიცა. მომავალ ხუთშაბათს "საგანძური" მეთხუთმეტე ტომს დასტამბავს და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებას შემოგვთავაზებს. ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება მრავალფეროვანია, მაგრამ მისი ძირითადი თემატიკა ჩვეულებრივი ადამიანების ზოგჯერ ტრაგიკული, ზოგჯერ კი მხიარული ყოფაა. თუმცა თავად მწერალი სწორედ ამ ჩვეულებრივ ადამიანთა შორის პოულობს დიდებულ თვისებებს.

 

04.06.2010

დაწვრილებით

''ჩვენი ტაძრები სავსეა ხალხით...''

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქუთაისს ესტუმრა. პატრიარქმა გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი მეორე ჯვრით დააჯილდოვა. ილია მეორემ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტზე გაამახვილა ყურადღება: "მე მინახავს უცხოეთში, კერძოდ ევროპაში, როგორ იყიდება კათოლიკური და პროტესტანტული ტაძრები იმის გამო, რომ ხალხი არ დადის. ღვთის მადლით, ჩვენი ტაძრები სავსეა ხალხით." - განაცხადა პატრიარქმა.    

 

04.06.2010

დაწვრილებით

გვერდი 1 სულ 61