საქართველოს ისტორიის შესახებ

პროგრამის ჩვენებაქართული დიასპორის წარმომადგენელმა ჩეხეთში, ბატონმა ჯიმი დაბრუნდაშვილმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. ვგონებთ, თქვენთვისაც საინტერესოა თუ რას გვწერს ბატონი ჯიმი.

ძვირფასო თანამემამულენო,
პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩეხურ ენაზე ნათარგმნი საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული, ელექტრონული ვერსია გამოიცა, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს პროგრამა გაგაცნობთ არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას, არამედ ქვეყნის ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებსაც.
პროექტის განხორციელება 2009 წლის იანვარში (პირადად ჩემი ინიციატივით) დაიწყო. თემის მოსამზადებლად მოვიშველიე ქართველი ისტორიკოსის, ბატონი დავით მუსხელიშვილის "საქართველოს ისტორიის ნარკვევი" (ინგლისური ენაზე).
თვრამეტგვერდიანი ნარკვევის ჩეხურ ენაზე თარგმნა, ისტორიული ლექსიკონის გამოყენებით იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მე არ ვარ ისტორიკოსი, თუმცა გავბედე და საქართველოს "ახალი ისტორია" (1990 წლიდან დღემდე) ჩემი შეფასებებით "გავამდიდრე". ჩეხური ენის (პროფესიულ დონეზე) კორექტირებაში დამეხმარა რამდენიმე ჩეხი სპეციალისტი. მათ შორის ჩემი მეუღლეც. რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი.
საქართველოს ისტორიის ასეთი სახით გამოცემა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მსურველს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით, ნებისმიერ დროს გახსნას პროგრამა. გასული ერთი წლის განმავლობაში მოვახდინე ამ პროგრამის წარმატებით "გამოცდა" ჩეხეთის საზოგადოებაში - სხვადასხვა ქალაქში: ბრნო, ტრუტნოვი, სამჯერ პრაღაში. საშუალებას ვაძლევთ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ათასობით ბიბლიოთეკასა და საგანმანათლებლო ცენტრს ასევე "გამოსცადონ" პროგრამა. სლოვაკეთის რესპუბლიკაში შესაძლებელია ამ პროგრამის გადაცემა ჩეხურ ენაზე (ენობრივად ძალიან მცირე განსხვავებაა). მაშასადამე, ორივე ქვეყანაში შეგვიძლია დავაინტერესოთ დაახლოებით თექვსმეტმილიონიანი აუდიტორია.
ასევე პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვეცი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი მოვლენების ელექტრონული ვერსია. ამ პროგრამის მომზადება 2008 წლის ბოლოს მოვახერხე. ფოტომასალასთან ერთად მოცემული მაქვს მეტად მნიშვნელოვანი მონაცემები და თარიღები, რომლებსაც ხშირად არასწორად ასახელებენ ჩეხი ჟურნალისტები. მაგალითად, რა ხდებოდა სამაჩაბლოში 2008 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში. ისევე როგორც საქართველოს ისტორია, ეს პროგრამაც ჩეხეთის რესპუბლიკის ოთხ ქალაქში გავავრცელე. პროგრამები უკვე გადავეცი სამ ორგანიზაციას, რომლებიც დამოუკიდებლად გამოიყენებს მათ. გარდა ამისა, ჩეხეთის რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა ამ პროგრამების გამოყენებით საქართველოს შესახებ ლექციების ჩატარებაც.
რადგანაც მსურველი არ გვაკლდა, გადავწყვიტეთ ორივე პროგრამა განგვეთავსებინა ჩვენი სათვისტომოს ვებგვერდზე. გასული წლის ნოემბერში http://www.samshoblo.net/news.php. დაიდო როგორც ბმულები: 1. Historie Gruzie და 2. Hronologie války. (პროგრამის გასახსნელად რამოდენიმე წამი დაგჭირდებათ). პროგრამა ჩატვირთა გიორგი ალანიამ (ტექნიკური სიძნელეების დროს მიმართეთ მას devnilig@seznam.cz ).
ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მამულიშვილური საქმის ხორცშესხმაში დამეხმარა: არასამთავრობო ორგანიზაცია - "აისს". არასამთავრობო ორგანიზაცია - "რე-აქციას," ბატონ ზაზა მაჭარაშვილს, რადიო თავისუფლებას, ბატონ ოქროპირ რუხაძეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანეთა მოძრაობას", ქალბატონ რუსუდან სიმონიძეს, ქართული სერვერს - fereidani.ge ბატონ გიორგი ალავერდაშვილს, ქართულ სერვერს - sizmara.com ქართულ სერვერს - qartvelo.net გიორგი გაბაიძეს. საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩეხეთში სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის თანამშრომლებს. ასევე ჩეხეთის "ხარიტატის" პრაღის ოფისის წარმომადგენლებს. ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია "ტალიას".

ჩვენი მუშაობის შემდეგი ეტაპია იქნება ამ პროგრამის გავრცელება ჩეხეთის და სლოვაკეთის სამი ათასზე მეტ ბიბლიოთეკაში. მე, როგორც პროგრამის ავტორი უფასოდ გადავცემ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. ნურც ქართველებს მოგერიდებათ ფოტო თუ სხვა სახის მასალის გადაღება.
ამჟამად, ვმუშაობთ კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი დიასპორის დღის წესრიგში და ეხება საქართველოს ისტორიას.


პატივისცემით,
ჯიმი დაბრუნდაშვილი
ქართული სათვისტომო "სამშობლო"
+ 420 721 647 748