პასპორტის მიღების გამარტივებული რეჟიმი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საზრვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სახელზე პასპორტის გაცემისათვის დანერგა ახალი მომსახურების სერვისი, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებს რომელთა სახელზეც უკვე გაცემულია პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ეძლევათ საშვალება დანიშნონ წარმომადგენელი და მისი საშვალებით მიიღონ ახალი პასპორტი (დაკარგულის,დაზიანებულის ან ვადაგასულის ნაცვლად), ამისათვის საჭიროა...
03.09.2010
ქართული ბიზნესის დესპანები
14 ივლისს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
14.07.2010
შეხვედრა ესპანელ ბიზნესმენებთან
13 ივლისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ესპანეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ხუან კობოსს, ნაზარიო ორდონეზს და რაფაელ გომეს სანჩესს შეხვდა.
13.07.2010
''ისწავლე საქართველოში''
2010 წელს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" განახორციელებს. პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდობისთვის. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
01.06.2010
ქართული ჩოხები ქართულ ანსამბლებს!
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 23 მარტს მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ ხელი მაწერეს პროექტს - კულტურის სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
28.05.2010
27 მაისი
"საქართველოს მოქალაქის სტატუსი დღესვე მოგენიჭებათ..." საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 26-27 მაისს, მსოფლიოს 25 ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიასპორის დღის აღსანიშნავად თბილისში შეიკრიბნენ.შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის სხვა წევრებს შეხვდნენ.
28.05.2010
შეხვედრა პარლამენტში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების შემდეგ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, პარლამენტის პირველ რესპუბლიკურ დარბაზში, შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა. შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ გახსნა."მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის ყველა წევრს მოწვევისთვის. ვინაიდან, ჩვენ მოგვეცა საშუალება ერთად შეკრებისა პარლამენტში და საუბარი ქართული დიასპორის პრობლემებთან დაკავშირებით." - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
26.05.2010
ქართული დიასპორა საქართველოში შეიკრიბა!
დიასპორის დღე 2010 "მას აქეთ, რაკი..." (დიასპორის დღის ოფიციალური გახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრება) 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე... სიმბოლურია, რომ წელს სწორედ ამ დღეს გაიხსნა "დიასპორის დღე 2010," თბილისში, სასტუმრო "Radisson" - ში. მოგეხსენებათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წელი საქართველოში დიასპორის წლად, 27 მაისი კი „ქართული დიასპორის დღედ" გამოცხადდა, მას აქეთ ყოველ 27 მაისს აღინიშნება "დიასპორის დღე," ანუ "დიასპორის დღის" აღნიშვნა საქართველოში...
26.05.2010
საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები
დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე-12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ ინაიშვილმა მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელები გადასცეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს:
25.05.2010
''ბიზნესი თქვენს სამშობლოში...''
17-19 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთობლივ პროექტს - "დაბრუნება საქართველოში" ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის თავიანთი სამშობლოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
17.05.2010







