ბატონი ერდალ ქუჩუკი თურქეთში პირველი ქართული ვებგვერდის www.chveneburi.net დამაარსებელი გახლავთ. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში თურქეთში.
წარსულის ამბები - ''ნამდვილი მაწონი საქართველოდან''
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბატონი მირიან მელუა აქტიურად თანამშრომლობს.
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ჩეხეთში მცხოვრებ ქართველს, ქალბატონ იზოლდა ტოროტაძეს. დღეს მან მოგვწერა იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილებებით დატოვა საქართველოს საელჩო. ქალბატონი იზოლდას წერილი ლამაზ ჩანახატს ჰგავს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება მისი წაკითხვა.
''ყველაფერი ფულზე არ იყიდება!''
ახლახან ალექსანდრე ებრალიძემ ქართული დიასპორის "გაღვიძება" გადაწყვიტა. ქართული დიასპორის წარმომადგენლები ალექსანდრე ებრალიძეს ღია წერილს წერენ: "არ ღირდა ჩიტი ბრდღვნად, რომ არა ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქართველმა მწერალმა შესაძლებლად ჩათვალა, თქვენგან მიეღო ლიტერატურული პრემია.
2004 წელს ფრანკფურტში ქართული კულტურის ფორუმთან საკვირაო სკოლა დაარსდა. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მანანა თანდაშვილი გახლავთ.
5-7 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნჰენში, უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია გაიმართება. უსაფრთხოების კონფერენცია მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმია, რომელზეც ევროატლანტიკური ურთიერთობები და გლობალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ფილიპ კროული აცხადებს: "რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები, რომლის განთავსება რუმინეთში იგეგმება ბაზირებული იქნება შავი ზღვის აკვატორიაშიც."







