სარწმუნოება
რელიგიების ჩამოყალიებების ისტორია მეტად საინტერესო და დიდი პროცესია. თითოეული მათგანი კულტურათა შერწყმისა და ნაირგვარობის საფუძველზე აღმოცენდა. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ძვ. ბერძნული ფილოსოფიისა და ახლო აღმოსავლური (იუდაური) ღვთისმეტყველების შეხვედრის გზით წარმოიშვა ისეთი კაცთმოყვარე კონფესია, როგორიცაა ქრისტიანობა. მაგრამ ამავე შეხვედრამ განაპირობა მრავალი და მრავალფეროვანი გნოსტიკური სისტემების ანუ ანტისისტემების წარმოშობა, რომელნიც საუკუნიდან საუკუნეში სახელნაცვალი ფორმით გადადიოდნენ.
მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ სხვადასხვა ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.
საქართველოს სახელმწიფო რელიგია არ აქვს, თუმცა ჩვენი ქვეყნის საზღვრებში ყველზე მეტად მართლმადიდებლობაა გავრცელებული.







