ႫႨႬႨႱႲႰႨႱ ႫႨႱႠႪႫႤႡႠ
2011 წლის ანგარიში
ამა წლის 29 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2011 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
29.12.2011
მინისტრის ვიზიტი თურქეთში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია, თურქეთის ქართველობასთან კონტაქტების გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, სამუშო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან. გუშინ შედგა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრთან, ფარუქ ჩელიქთან და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობარი ჯგუფის წევრებთან. იგი ჯგუფის თავმჯდომარეს, ჰუსეინ შაჰინს, თავმჯდომარის მოადგილეს თულაი ბაბუშჩუს და საპარლამენტო ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდა.
15.12.2011
თანამემამულის მოწმობა
მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე გამოცხადებელ კონკურსში გამარჯვებული, მამუკა გონგაძე დააჯილდოვეს. აქვე გაიმართა მოწმობის დიზაინის პრეზენტაციაც. გამარჯვებული კი გადაეცა 5000 ლარი. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობის მსურველებს 2011 წლის 1 დეკემბრამდე უნდა წარმოედგინათ ნამუშევრები. ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალურ ქსელზეც – Iamgeorgian.com. მოწმობა ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის არის, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
12.12.2011
ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის საკონკურსო ნამუშევრების განოფენა და გამარჯვებულის გამოვლენა
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 20 მაისის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი აღიარა. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2010 წლის 24 სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ოფიციალური გახმოვანება, საქართველოს ხელისუფლების საგარეო და სამეზობლო ურთიერთობებში კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფის მზარდი მნიშვნელობისა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბების თაობაზე.
02.12.2011
მოლაპარაკებები ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. 14 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრს შეხვედრები ჰქონდა საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პაპუნა დავითაია საფრანგეთის რესპუბლიკის ბიუჯეტის მინისტრის კაბინეტის დირექტორის პირველ მოადგილეს, ლუდოვიკ გილშერს და კაბინეტის წევრს ვენსან პეტის შეხვდა. მოგვიანებით კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან.
15.11.2011
ქართული კულტურის დღეები ლევილში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 12–13 ნოემბერს, ლევილის მამულში მე–9 საერთაშორისო ფრანგულ–ქართული კულტურის დღეები იმართება.
14.11.2011
ჩოხების გადაცემა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, პაპუნა დავითაია პარიზში არსებულ ქართული კულტურის კერა "ლაზის’’ ფოლკლორული ანსამბლის გენერალურ რეპეტიციას დაესწრo და ნაციონალური სამოსი და შესაბამისი ატრიბუტიკა გადასცა. საზღვარგარეთ არსებული ფოლკლორული ანსამბლების ტრადიციული ქართული სამოსით უზრუნველყოფა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია, რომელიც საზღვარგარეთ არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლებისთვის საცეკვაო ფორმებისა და ატრიბუტიკის დამზადებას და ანსამბლების აღჭურვას ითვალისწინებს.
12.11.2011
შეხვედრა ჩერქეზულ დიასპორასთან
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 11 ნოემბერს, პაპუნა დავითაია ქალაქ სტამბოლში თურქეთის ჩერქეზულ დიასპორას შეხვდა და რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის შესახებ მიმდინარე საკითხები გააცნო.
11.11.2011
შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან
ქალაქ სოჭის ქართული კულტურის ცენტრი "ივერია’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, სოფელ პლასტუნკის N44 საშუალო სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვითარების გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.
09.11.2011
კონკურსი - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსსმა მამუკა სამხარაძემ ბრიფინგს გამართეს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე კონკურსის პირობები გამოაცხადეს. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ზოგადი მახასიათებლებით ბუკლეტის ტიპის იქნება, ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში ფონად გამოსახული იქნება საზღვარგარეთ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გამოსახულებები, საქართველოს ჰიმნი ნოტებით.
07.11.2011














